სსიპ - თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის დაფუძნების შესახებ

სსიპ - თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის დაფუძნების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 224
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/05/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/05/2016
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.019289
224
18/05/2016
ვებგვერდი, 20/05/2016
040030000.10.003.019289
სსიპ - თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის დაფუძნების შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №224

2016 წლის 18 მაისი

   ქ. თბილისი

 

სსიპ – თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის დაფუძნების შესახებ

მუხლი 1
1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დაფუძნდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა (შემდგომში – სკოლა).

2. სკოლის უფლებამოსილება განისაზღვრება სკოლის წესდებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.

3. სკოლის დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს  საქართველოს თავდაცვის მინისტრი.

4.  საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ:

ა) განახორციელოს სკოლის სახელმწიფო კონტროლი;

ბ) უზრუნველყოს სკოლისათვის შესაბამისი ქონების გადაცემა და სხვა ღონისძიებების განხორციელება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი