სსიპ - თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის დაფუძნების შესახებ

სსიპ - თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის დაფუძნების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 224
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/05/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/05/2016
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.019289
224
18/05/2016
ვებგვერდი, 20/05/2016
040030000.10.003.019289
სსიპ - თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის დაფუძნების შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №224

2016 წლის 18 მაისი

   ქ. თბილისი

 

სსიპ თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის დაფუძნების შესახებ

მუხლი 1
1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დაფუძნდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა (შემდგომში სკოლა).

2. სკოლის უფლებამოსილება განისაზღვრება სკოლის წესდებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.

3. სკოლის დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს  საქართველოს თავდაცვის მინისტრი.

4.  საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ:

ა) განახორციელოს სკოლის სახელმწიფო კონტროლი;

ბ) უზრუნველყოს სკოლისათვის შესაბამისი ქონების გადაცემა და სხვა ღონისძიებების განხორციელება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი