„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

  • Word
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 199
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 03/11/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 137, 06/11/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 19/12/2013
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
199
03/11/2009
სსმ, 137, 06/11/2009
000000000.00(0).000.000000
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №199

2009 წლის 3 ნოემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით (სსმ III, 2004 წელი, №54, მუხ. 462) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-8 მუხლის:

ა) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი;“;

ბ) „ი“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“ ქვეპუნქტი:

„ლ) ანალიტიკური და სტრატეგიული დაგეგმარების სამსახური.“.

3. მე-18 მუხლის:

ა) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის პროექტში საინვესტიციო პროექტების დასაფინანსებლად საგარეო წყაროებიდან მისაღები და სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანადაფინანსების სახით გასაცემი თანხების განსაზღვრისა და დაგეგმვის პროცესში მონაწილეობის მიღება;“;

ბ) „ფ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ფ) საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და კონვენციების (გარდა საგადასახადო და საბაჟო სფეროების ხელშეკრულებებისა) შესახებ დასკვნების მომზადების კოორდინაცია;“;

გ) „ღ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

4. 22-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

5. 23-ე მუხლის „პ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

6. 23-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჟ–ტ“ ქვეპუნქტები:

„ჟ) ადამიანური რესურსების მართვის უზრუნველყოფა;

რ) თანამდებობის პირთა მიერ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების და სხვა მოსამსახურეთა მიერ შემოსავლებისა და ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების შესაბამის ორგანოში წარდგენის ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

ს) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს ფინანსთა მინისტრის ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მომზადება;

ტ) სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ სხვადასხვა საკითხებზე მუშაობა.“.

7. 29-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 29

საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი უზრუნველყოფს:

ა) სამინისტროს საქმიანობის გამჭვირვალობასა და დემოკრატიზაციას;

ბ) სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებათა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურების კოორდინირებულ საქმიანობას;

გ) მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით ფინანსთა სამინისტროს როლისა და მნიშვნელობის განმარტებას სახელმწიფო პოლიტიკის, მისი პრიორიტეტების, ეკონომიკური რეფორმების პროცესში;

დ) სამინისტროში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული ოფიციალური შეტყობინებების, განცხადებებისა და სხვა საინფორმაციო მასალების მომზადებასა და მასობრივი საინფორმაციო საშუალებებისათვის მიწოდებას;

ე) სამინისტროს მიერ ორგანიზებული ღონისძიებების, მიღებულ გადაწყვეტილებათა შესახებ მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ინფორმირებას;

ვ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას;

ზ) მოქალაქეთა მიღების კოორდინაციას და ორგანიზაციულ უზრუნველყოფას.“.

8. 36-ე მუხლის „ღ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ღ) საბაჟო და საგადასახადო სფეროებში გასაფორმებელ საერთაშორისო შეთანხმებათა პროექტების მომზადების, შეთანხმებების დადებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მოქმედებათა კოორდინაცია;“.

9. 36-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ყ“ ქვეპუნქტი:

„ყ) საბაჟო და საგადასახადო სფეროებში არსებულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ორგანიზება.“.

10. 38-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

11. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-40 მუხლი:

     „მუხლი 40

ანალიტიკური და სტრატეგიული დაგეგმარების სამსახურის ძირითადი ამოცანებია:

ა) სამინისტროს სისტემაში სტატისტიკური და ანალიტიკური საქმიანობის განხორციელება;

ბ) სამინისტროს საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით შესაბამისი დასკვნების მომზადება და წინადადებების შემუშავება;

გ) სამინისტროს სისტემის ორგანოების საქმიანობის ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება შესაბამისი რეფორმების განხორციელების მიზნით;

დ) საჯარო სექტორის დაფინანსების მართვის მიმართულებების კვლევა და ანალიზი;

ე) განვითარებული ქვეყნების გამოცდილების შესწავლა და მისი გათვალისწინებით რეკომენდაციების შემუშავება სამინისტროს სისტემაში სიახლეების დანერგვის მიზნით.“.

    მუხლი 2

1. დადგენილება, გარდა პირველი მუხლის მე-4 პუნქტისა, ამოქმედდეს 2009 წლის 16 ნოემბრიდან.

2. დადგენილების პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ამოქმედდეს „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონში შესაბამისი ცვლილებების განხორციელებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური