დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №12 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 20 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 27/05/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/05/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 360050000.22.023.016386 |
|
„დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №12 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №12 ბრძანებით (სსმ. ვებგვერდი, 360050000.22.023.016137, 10/05/2013) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დებულების:
|
1.
მე-2 მუხლს „ყ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ყ) მარტვილისა და ოკაცეს ბუნების ძეგლების ადმინისტრაცია (მარტვილის რაიონი, სოფ. ინჩხური)“. |
2.
მე-3 მუხლის მე-8 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,დ" ქვეპუნქტი:
,,დ) ბირთვისის ბუნების ძეგლს". |
3.
მე-3 მუხლის 25-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,25. მარტვილისა და ოკაცეს ბუნების ძეგლების ადმინისტრაცია მართავს: ა) ბალდის კანიონის ბუნების ძეგლს; ბ) ონიორის ჩანჩქერისა და ტობის პირველი მღვიმის ბუნების ძეგლებს; გ) ტობის ჩანჩქერისა და არსენ ოქროჯანაშვილის მღვიმის ბუნების ძეგლებს; დ) მოთენას მღვიმის ბუნების ძეგლს; ე) ჯორწყუს მღვიმის ბუნების ძეგლს; ვ) ოჩხომურის ჩანჩქერის ბუნების ძეგლს; ზ) ნაზოდელავოს მღვიმის ბუნების ძეგლს; თ) მდინარე აბაშის ჩანჩქერის ბუნების ძეგლს; ი) მარტვილის კანიონის ბუნების ძეგლს; კ) ოკაცეს კანიონის ბუნების ძეგლს; ლ) ოკაცეს ჩანჩქერის ბუნების ძეგლს.". |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები