დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „დაცული ტერიტორიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №3 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 19 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 27/05/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/05/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 360050000.22.023.016385 |
|
„დაცული ტერიტორიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №3 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„დაცული ტერიტორიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №3 ბრძანებით (სსმ. ვებგვერდი, 360050000.22.023.016128, 13/05/2013) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
|
1.
დებულების მე-3 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,პ“, ,,ჟ“ და ,,რ“ ქვეპუნტები:
,,პ) დაცულ ტერიტორიებზე, იქ სადაც დაშვებულია სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური მიზნით სარგებლობა და სპეციალური ჭრების ჩატარება, "ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამტკიცებული ტყითსარგებლობის წესის (შემდგომში-ტყითსარგებლობის წესი) 272 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მარტივი ადმინისტრაციული წესით, მიიღოს გადაწყვეტილება სპეციალური დანიშნულებით ტყითსარგებლობის 1 წლამდე ვადით უფლების მინიჭების და ამ ტერიტორიაზე სპეციალური ჭრების (მათ შორის, ,,საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონით დაცული გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარეების ან მათი ნაწილების მოპოვების (ბუნებრივი გარემოდან ამოღების)) განხორციელების თაობაზე; ჟ) დაცულ ტერიტორიებზე, იქ სადაც დაშვებულია სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური მიზნით სარგებლობა და სპეციალური ჭრების ჩატარება, მიიღოს გადაწყვეტილება ტყითსარგებლობის წესის 271 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული არსებული ობიექტების ფუნქციონირების, რეკონსტრუქციის (რეაბილიტაციის) ან დემონტაჟისათვის საჭირო მიწის სამუშაოების და/ან სპეციალური ჭრების განხორციელების, აგრეთვე „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონით დაცული გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარეების ან მათი ნაწილების მოპოვების უფლების მინიჭების თაობაზე; რ) კომპეტენციის ფარგლებში შეითანხმოს ,,გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული, ეკოლოგიურ ექსპერტიზას დაქვემდებარებული საქმიანობის განმახორციელებლისათვის სპეციალური დანიშნულებით ტყითსარგებლობის უფლების მინიჭების შემთხვევაში საკომპენსაციო ან/და შემარბილებელი ღონისძიებები.“ |
2.
დებულების მე-12 მუხლის „ყ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ყ) მარტვილისა და ოკაცეს ბუნების ძეგლების ადმინისტრაცია“; |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვენებისთანავე, ხოლო ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტი გავრცელდეს 2016 წლის 17 მაისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები