დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1015 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 256 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 19/05/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/05/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 15/12/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240030.22.034.016541 |
|
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1015 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1015 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 31/12/2013, სარეგისტრაციო კოდი: 010240030.22.034.016265) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-6 მუხლის: ა) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) პირველ პუნქტს დაემატოს „ბ1“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ1) სამობილიზაციო და საკოორდინაციო მთავარი სამმართველო;“; გ) პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 2. თავი V ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თავი V სამობილიზაციო და საკოორდინაციო მთავარი სამმართველოს კომპეტენცია
მუხლი 8. სამობილიზაციო და საკოორდინაციო მთავარი სამმართველოს კომპეტენცია სამობილიზაციო და საკოორდინაციო მთავარი სამმართველო: ა) ხელს უწყობს სამინისტროსა და მისი საქვეუწყებო დანაყოფების უწყვეტ სადღეღამისო საქმიანობას; ბ) უზრუნველყოფს სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლეს ორგანოებსა და თანამდებობის პირებს დაშიფრული სატელეგრაფო დოკუმენტალური კავშირით; გ) ამზადებს და დანიშნულებისამებრ აგზავნის რეგისტრირებულ დანაშაულთა სადღეღამისო კრებსებს; დ) საგანგებო შემთხვევათა დროს უზრუნველყოფს სამინისტროს სტრუქტურული დანაყოფების ინფორმირებას მობილიზაციის მიზნით; ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს საკადრო და საფინანსო-სამეურნეო საკითხებს; ვ) ხელს უწყობს მინისტრისა და მისი მოადგილეების საქმიანობას; ზ) დროულად იღებს ინფორმაციას სამინისტროს სტრუქტურული დანაყოფებიდან და უზრუნველყოფს მასზე ოპერატიულ რეაგირებას; თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში კოორდინაციას უწევს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების საქმიანობას;
ი) უზრუნველყოფს სამინისტროს სისტემის სამობილიზაციო მზადყოფნას; მ) ორგანიზებას უწევს სამინისტროს სისტემის სამობილიზაციო მზადყოფნასთან, ასევე ექსტრემალურ ვითარებასთან დაკავშირებულ სწავლებებსა და ვარჯიშებს, უზრუნველყოფს მათი შედეგების შეჯერებასა და ანალიზს; ნ) უზრუნველყოფს სამინისტროს პირადი შემადგენლობისათვის მეთოდურ-პრაქტიკული დახმარების აღმოჩენას და სხვა უწყებებთან სამეთაურო-საშტაბო სწავლებებში მონაწილეობის მიღებას; ო) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, მინისტრის ან/და ადმინისტრაციის უფროსის დავალების შესაბამისად ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.“. 3. თავი X ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები