დასკვნითი აქტისა და კონფერენციის მუშაობის ფარგლებში შედგენილი დოკუმენტის, გადაწყვეტილებისა და რეკომენდაციის დამტკიცება მეზღვაურთა წვრთნის, სერტიფიცირებისა და ვახტის გაწევის შესახებ 1978 წლის საერთაშორისო კონვენციის (STCW კონვენციის) მხარეთა კონფერენციის დასკვნითი აქტი

დასკვნითი აქტისა და კონფერენციის მუშაობის ფარგლებში შედგენილი დოკუმენტის, გადაწყვეტილებისა და რეკომენდაციის დამტკიცება მეზღვაურთა წვრთნის, სერტიფიცირებისა და ვახტის გაწევის შესახებ 1978 წლის საერთაშორისო კონვენციის (STCW კონვენციის) მხარეთა კონფერენციის დასკვნითი აქტი
დოკუმენტის ნომერი 8/17
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 07/07/1978
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/05/2016
ძალაში შესვლის თარიღი 14/07/1994
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016394
8/17
07/07/1978
ვებგვერდი, 25/05/2016
480610000.03.030.016394
დასკვნითი აქტისა და კონფერენციის მუშაობის ფარგლებში შედგენილი დოკუმენტის, გადაწყვეტილებისა და რეკომენდაციის დამტკიცება მეზღვაურთა წვრთნის, სერტიფიცირებისა და ვახტის გაწევის შესახებ 1978 წლის საერთაშორისო კონვენციის (STCW კონვენციის) მხარეთა კონფერენციის დასკვნითი აქტი
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
 
 

 

დასკვნითი აქტისა და კონფერენციის მუშაობის ფარგლებში შედგენილი დოკუმენტის, გადაწყვეტილებისა და რეკომენდაციის დამტკიცება

მეზღვაურთა წვრთნის, სერტიფიცირებისა და ვახტის გაწევის შესახებ 1978 წლის საერთაშორისო კონვენციის (STCW კონვენციის) მხარეთა კონფერენციის დასკვნითი აქტი

ტექსტი დამტკიცდა კონფერენციის მიერ


1. საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის საზღვაო უსაფრთხოების კომიტეტის ოთხმოცდამეოთხე სხდომაზე მეზღვაურთა წვრთნის, სერტიფიცირებისა და ვახტის გაწევის შესახებ 1978 წლის საერთაშორისო კონვენციის (შემდგომში წოდებული, როგორც „1978 წლის STCW კონვენცია“) მხარეთა მიერ წარმოდგენილი მოთხოვნისა და ორგანიზაციის საბჭოს მიერ მის მეასე სხდომასა და ორგანიზაციის ასამბლეის ოცდამეექვსე სხდომაზე მიღებული შემდგომი გადაწყვეტილებების თანახმად, ასევე 1978 წლის STCW კონვენციის XII(1)(ბ) მუხლის თანახმად, მოწვეულ იქნა 1978 წლის STCW კონვენციის მხარეთა კონფერენცია, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალური დირექტორთან კონსულტაციის გზით, 1978 წლის STCW კონვენციის დანართსა და მეზღვაურთა წვრთნის, სერტიფიცირებისა და ვახტის გაწევის (STCW) კოდექსში  ცვლილებების განხილვის მიზნით.

2. კონფერენცია გაიმართა ფილიპინებში, ქ. მანილაში, ფილიპინების საერთაშორისო კონვენციათა ცენტრში, 2010 წლის 21 ივნისიდან 25 ივნისამდე.

3. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს 1978 წლის STCW კონვენციის 85 წევრი სახელმწიფოს წარმომადგენლებმა, კერძოდ შემდეგი სახელმწიფოების წარმომადგენლებმა:

ანგოლა

ანტიგუა და ბარბუდა

არგენტინა

ავსტრალია

აზერბაიჯანი

ბაჰამის კუნძულები

ბანგლადეში

ბელგია

ბელიზი

ბრაზილია

ბრუნეი დარუსალამი

კანადა

ჩილე

საქართველო

გერმანია

განა

საბერძნეთი

ინდოეთი

ინდონეზია

ირანი (ისლამური რესპუბლიკა)

ერაყი

ირლანდია

ისრაელი

იტალია

იამაიკა

იაპონია

კენია

ლატვია

ლიბანი

ლიბერია

ლიბიის არაბთა ჯამაჰირია

ლიტვა

ლუქსემბურგი

მალაიზია

მალტა

მარშალის კუნძულები                                                              

მექსიკა

მაროკო

მოზამბიკი

მიანმარი

ნიდერლანდები

ნიგერია

ნორვეგია

პანამა

პაპუა-ახალი გვინეა

ჩინეთი

კონგო

კუკის კუნძულები

კოტ დ’ივუარი

ხორვატია

კვიპროსი

კორეის სახალხო დემოკრატიული

რესპუბლიკა

დანია

ესტონეთი

ფიჯი

ფინეთი

საფრანგეთი

ფილიპინები

პოლონეთი

პორტუგალია

ყატარი

კორეის რესპუბლიკა

რუმინეთი

რუსეთის ფედერაცია

სენტ-კიტსი და ნევისი

საუდის არაბეთი

სინგაპური

სლოვენია

სამხრეთ აფრიკა

ესპანეთი

შრი-ლანკა

შვედეთი

შვეიცარია

სირიის არაბთა რესპუბლიკა

ტაილანდი

ტუნისი

თურქეთი

ტუვალუ

უკრაინა

არაბთა გაერთიანებული საამიროები

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის

გაერთიანებული სამეფო

ტანზანიის გაერთიანებული რესპუბლიკა

ამერიკის შეერთებული შტატები

ვანუატუ

ვიეტნამი

 

 

4. კონფერენციაზე დამკვირვებლები წარმოადგინა შემდეგმა სახელმწიფომ:

           სურინამი

5. კონფერენციაზე დამკვირვებლები წარმოადგინეს ორგანიზაციის შემდეგმა ასოცირებულმა წევრმა-სახელმწიფოებმა:

           ფარერის კუნძულები

           ჰონგ-კონგი, ჩინეთი

           მაკაო, ჩინეთი

6. კონფერენციაზე დამკვირვებლები წარმოადგინა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ფარგლებში შემავალმა შემდეგმა ორგანიზაციამ:

           შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO)

7. კონფერენციაზე დამკვირვებლები წარმოადგინეს შემდეგმა სამთავრობათაშორისო ორგანიზაციებმა:

ევროკომისია (EC)

არაბულ სახელმწიფოთა ლიგა

8. კონფერენციაზე დამკვირვებლები წარმოადგინეს შემდეგმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა:

           საერთაშორისო ნაოსნობის პალატა (ICS)

           საერთაშორისო ნაოსნობის ფედერაცია (ISF)

           ტრანსპორტის მუშაკთა საერთაშორისო ფედერაცია (ITF)

           BIMCO

           ნავთობკომპანიების საერთაშორისო საზღვაო ფორუმი (OCIMF)

           ბურღვის მენარდეების საერთაშორისო ასოციაცია (IADC)

           გემის კაპიტანთა ასოციაციის საერთაშორისო ფედერაცია (IFSMA)

           ტანკერთა მფლობელების დამოუკიდებელი საერთაშორისო ასოციაცია (INTERTANKO)

           საკრუიზო ლაინერების საერთაშორისო ასოციაცია (CLIA)

           მშრალი ტვირთის გადამზიდავი გემების მფლობელების საერთაშორისო ასოციაცია (INTERCARGO)

           საზღვაო ლექტორების საერთაშორისო ასოციაცია (IMLA)

           საზღვაო დაპროექტების, მეცნიერებათა და ტექნოლოგიების ინსტიტუტი (IMarEST)

           გემის მენეჯერთა საერთაშორისო ასოციაცია (InterManager)

           INTERFERRY

           საზღვაო ჯანდაცვის საერთაშორისო ასოციაცია (IMHA)

           საზღვაო უნივერსიტეტების საერთაშორისო ასოციაცია (IAMU)

           საზღვაო განათლებისა და მომზადების გლობალური ასოციაცია (GlobalMET)

           საზღვაო ინსტიტუტი (NI)

9. კონფერენცია გახსნა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ბ-ნმა ე.ე. მიტროპულოსმა.

10. კონფერენციის გახსნისას მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა ფილიპინების რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი, მისი აღმატებულება ბ-ნი ნოლი დე კასტრო.

11. კონფერენციის გახსნის დროს წაკითხულ იქნა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის ბ-ნი ბან კი-მუნის გზავნილი.

12. კონფერენციის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა ფილიპინების წარმომადგენელი ბ-ნი ნილ ფრენკ რ. ფერერი.

13. კონფერენციის თავმჯდომარის მოადგილეებად დასახელდნენ შემდეგი პირები:

           მისი აღმატებულება ბ-ნი დუაით კ.რ. გარდინერი (ანტიგუა და ბარბუდა)

           ბ-ნი კოფი ბერტინ ტანო (კოტ დ’ივუარი)

           ბ-ნი რაჯივ გუფტა (ინდოეთი)

           კონტრ-ადმირალი ჯანკარლო ოლიმბო (იტალია)

           ბ-ნი აბდელ ჰაფიზ ელ-კაისი (ლიბანი)

14. კონფერენციის სამდივნოს შემადგენლობაში წარმოდგენილი იქნა შემდეგი უფლებამოსილი პირები:

           გენერალური მდივანი:           ბ-ნი ე.ე. მიტროპულოსი

                                                            ორგანიზაციის გენერალური მდივანი

           აღმასრულებელი მდივანი:     ბ-ნი კ. სეკიმიცუ

                                                            დირექტორი, საზღვაო უსაფრთხოების სამმართველო

           აღმასრულებელი მდივნის       ბ-ნი. ჰ. ჰესე

           მოადგილე:                             დირექტორის პირველი მოადგილე, საზღვაო

                                                            უსაფრთხოების სამმართველო

           აღმასრულებელი მდივნის     ბ-ნი ა. მაჰაპატრა

           მოადგილის თანაშემწე:          ხელმძღვანელი, საზღვაო წვრთნისა და ადამიანური

                                                            ფაქტორების განყოფილება, საზღვაო საფრთხოების

                                                            სამმართველო

15. კონფერენციის ფარგლებში დაფუძნდა შემდეგი კომიტეტი, რომელზეც არჩეულ იქნენ შესაბამისი უფლებამოსილი პირები:

           სრული შემადგენლობის კომიტეტი:

           თავმჯდომარე:                       კონტრ-ადმირალი ბ-ნი ბრეიდი (იამაიკა)

           თავმჯდომარის პირველი

           მოადგილე:                             ბ-ნი ს. ჰასინგი (ნიდერლანდები)

           თავმჯდომარის მეორე

           მოადგილე:                             ბ-ნი ჟენგ ჰეპინგი (ჩინეთი)

           სარედაქციო კომიტეტი:

           თავმჯდომარე:                       ქ-ნი მ. მედინა (ამერიკის შეერთებული შტატები)

           თავმჯდომარის პირველი

           მოადგილე:                             ბ-ნი ბ. გროუვზი (ავსტრალია)

           თავმჯდომარის მეორე

           მოადგილე:                             კაპიტანი მ.ა. შაბა (ირანის ისლამური რესპუბლიკა)

           უფლებამოსილების შემმოწმებელი კომიტეტი:

           თავმჯდომარე:                        ბ-ნი ლ. ჭიჭინაძე (საქართველო)

16. სარედაქციო კომიტეტის შემადგენლობაში წარმოდგენილი იქნა შემდეგი სახელმწიფოების წარმომადგენლები:

           არგენტინა

           ავსტრალია

           ჩინეთი

           საფრანგეთი

           ირანი (ისლამური რესპუბლიკა)

           რუსეთის ფედერაცია

           ესპანეთი

           ამერიკის შეერთებული შტატები

17. უფლებამოსილების შემმოწმებელი კომიტეტის შემადგენლობაში წარმოდგენილი იქნა შემდეგი სახელმწიფოების წარმომადგენლები:

           საქართველო

           ირლანდია

           ნიგერია

           პანამა

           ტაილანდი

18. მისი სამუშაოების საფუძვლების სახით, კონფერენციამ გამოიყენა მეზღვაურთა წვრთნის, სერტიფიცირებისა და ვახტის გაწევის შესახებ 1978 წლის საერთაშორისო კონვენციისა და მეზღვაურთა წვრთნის, სერტიფიცირებისა და ვახტის გაწევის (STCW) შესახებ კოდექსის დანართში შეტანილ ცვლილებათა ტექსტების პროექტები, რომლებიც მომზადდა მეზღვაურთა წვრთნისა და ვახტის გაწევის შესახებ ქვეკომიტეტის მიერ მის ორმოცდამეერთე სხდომაზე და დამტკიცდა ორგანიზაციის საზღაო უსაფრთხოების კომიტეტის მიერ მის ოთხმოცდამეშვიდე სხდომაზე.

19. კონფერენციაზე ასევე განიხილეს 1978 წლის STCW კონვენციის მხარეებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი წინადადებები.

20. განხილვის შემდეგად, კონფერენციამ დაამტკიცა:

-   მეზღვაურთა წვრთნის, სერტიფიცირებისა და ვახტის გაწევის შესახებ 1978 წლის საერთაშორისო კონვენციის დანართში შეტანილი ცვლილებები, ასევე პირველი რეზოლუცია კონვენციის დანართში ცვლილებების დამტკიცების შესახებ, რომელიც წარმოადგენს წინამდებარე დასკვნითი აქტის პირველ დანართს; და

-  მეზღვაურთა წვრთნის, სერტიფიცირებისა და ვახტის გაწევის შესახებ კოდექსის დანართში შეტანილი ცვლილებები, ასევე კოდექსში შეტანილი ცვლილებების დამტკიცების შესახებ მე-2 რეზოლუცია, რომელიც წარმოადგენს წინამდებარე დასკვნითი აქტის მეორე დანართს.

21. კონფერენციაზე ასევე მიღებულ იქნა წინამდებარე დასკვნითი აქტის მე-3 დამატებაში გათვალისწინებული შემდეგი რეზოლუციები:

რეზოლუცია 3: მასპინძელი ხელისუფლების მიმართ პატივისცემის გამოხატვა;

რეზოლუცია 4: გარდამავალი დებულებები და ვადამდე შესრულება;

რეზოლუცია 5: კომპეტენციის სერტიფიკატებისა და მათი დამადასტურებელი საბუთების შემოწმება;

რეზოლუცია 6: წვრთნისა და სერტიფიცირების სტანდარტები და გემების ეკიპაჟით დაკომპლექტების დონეები;

რეზოლუცია 7: მეზღვაურთა ტექნიკური ცოდნის, უნარებისა და პროფესიონალიზმის ხელშეწყობა;

რეზოლუცია 8: მეზღვაურთა ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის მიზნით გაიდლაინების შემუშავება;

რეზოლუცია 9: საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული მიმდინარე  მოდელ-კურსების მიმოხილვა და ახალი მოდელ-კურსების შექმნა;

რეზოლუცია 10: ტექნიკური თანამშრომლობის ხელშეწყობა;

რეზოლუცია 11: პოლარულ წყლებში მცურავი გემების კაპიტნებისა და ოფიცრების კომპეტენციის უზრუნველყოფის ზომები;

რეზოლუცია 12: საზღვაო პროფესიის დაუფლების მიზნით ახალი კანდიდატების მოზიდვა და უკვე მოქმედი მეზღვაურების შენარჩუნება;

რეზოლუცია 13: სტაჟიორთა საცხოვრებელი პირობები;

რეზოლუცია 14: საზღვაო ინდუსტრიაში ქალთა მონაწილეობის ხელშეწყობა;

რეზოლუცია 15: STCW კონვენციასა და კოდექსში განსახორციელებელი სამომავლო ცვლილებები და მათი მიმოხილვა;

რეზოლუცია 16: შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წვლილი;

რეზოლუცია 17: მსოფლიო საზღვაო უნივერსიტეტის, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) საერთაშორისო საზღვაო სამართლის ინსტიტუტისა და საერთაშორისო საზღვაო უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის აკადემიის (IMSSEA) როლი საზღვაო სტანდარტების ამაღლების ხელშეწყობაში;

რეზოლუცია 18: მეზღვაურის წელი; და

რეზოლუცია 19: მეზღვაურის დღე.

22. წინამდებარე დასკვნითი აქტი შედგენილია ერთ ეგზემპლარად არაბულ, ჩინურ, ინგლისურ, ფრანგულ, რუსულ და ესპანურ ენებზე და ინახება საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან.

23. გენერალური მდივანი გაუგზავნის:

(ა) წინამდებარე დასკვნითი აქტის დამოწმებულ ეგზემპლარებს, დანართებთან ერთად, კონფერენციაზე მოწვეული სახელმწიფოების მთავრობებს; და

(ბ) 1978 წლის STCW კონვენციასა და STCW კოდექსში შეტანილი ცვლილებების ავთენტური ტექსტების დამოწმებულ ეგზემპლარებს, მითითებულს ზემოაღნიშნულ მე-20 პუნქტში, 1978 წლის STCW კონვენციის ყველა მხარეს, მისი XII(1)(ბ)(ii) მუხლის თანახმად.

შედგენილია მანილაში, ორიათას ათი წლის ოცდახუთ ივნისს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის დასტურად, ქვემორე ხელისმომწერმა პირებმა ხელი მოაწერს წინამდებარე დასკვნით აქტს.

***

.