დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის N308 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 01-92 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 17/05/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/05/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 10/04/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480040000.22.030.016143 |
|
,,საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №308 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
1.
,,საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №308 ბრძანებაში (ვებგვერდი, 03.01.2012 წ. სარეგისტრაციო კოდი: N480040000.22.030.016036) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები: „ზ) სამედიცინო დაზღვევის ხარჯების ანაზღაურების წლიური ზღვრული ოდენობები ევროში დასაფინანსებელი, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების მიხედვით (დანართი №7); თ) სამედიცინო დაზღვევის ხარჯების ანაზღაურების წლიური ზღვრული ოდენობები აშშ დოლარში დასაფინანსებელი, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ჩამონათვალი მიხედვით (დანართი №8)“; ბ) 23-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „23. განსაკუთრებულ შემთხვევაში, მოსამსახურის ვადაზე ადრე გამოწვევისას, ბინის ქირავნობისა და სამედიცინო დაზღვევის შესახებ ხელშეკრულებების შეწყვეტასთან დაკავშირებული ხარჯები მას შესაძლებელია აუნაზღაურდეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანების შესაბამისად.“; გ) 241 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 242 პუნქტი: „242. ადგილსამყოფელ ქვეყანაში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ მოსამსახურეს და მის ოჯახის წევრებს უნაზღაურდებათ სამედიცინო დაზღვევის ხარჯები ამ ბრძანების №7 და №8 დანართებით დადგენილი წლიური ზღვრული ოდენობების ფარგლებში, შესაბამისი სადაზღვევო ხელშეკრულების წარმოდგენის საფუძველზე, მხოლოდ ადგილსამყოფელ ქვეყანაში მათი ყოფნის პერიოდისათვის.“ ; დ) ბრძანებას დაემატოს დანართი №7 და დანართი №8 თანდართული რედაქციით. |
2.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები