„აკრედიტაციის სისტემის წესებისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ“ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორის 2012 წლის 31 დეკემბრის №07 ბრძანებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 10
დოკუმენტის მიმღები აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორი
მიღების თარიღი 18/05/2016
დოკუმენტის ტიპი აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/05/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 05/10/2018
სარეგისტრაციო კოდი 010340000.44.064.016006
10
18/05/2016
ვებგვერდი, 20/05/2016
010340000.44.064.016006
„აკრედიტაციის სისტემის წესებისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ“ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორის 2012 წლის 31 დეკემბრის №07 ბრძანებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე
აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორი
 
საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრის“ გენერალური დირექტორის

ბრძანება №10

2016 წლის 18 მაისი

. თბილისი

აკრედიტაციის სისტემის წესებისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ“ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორის 2012 წლის 31 დეკემბრის №07 ბრძანებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონის “პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ 97-ე მუხლის პირველი პუნქტის, 99-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და “ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის “ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრი“ გენერალური დირექტორის 2012 წლის 31 დეკემბერის №07 ბრძანებით  დამტკიცებულ აკრედიტაციის სისტემის წესებსა და პროცედურებში შევიდეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. „საკ 1.1 : 2012 - აკრედიტაციის სქემები და საერთო პროცედურებში“ შევიდეს შემდეგი ცვლილებები:

ა) მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„ბ) სამედიცინო ლაბორატორიების აკრედიტაციის სქემა:

აკრედიტაციის კრიტერიუმი

(დოკუმენტი, რომლის შესაბამისობაზეც ტარდება აკრედიტაცია)

სსტ ისო 15189 : 2012/2015 „სამედიცინო ლაბორატორიები - კერძო მოთხოვნები ხარისხისა და კომპეტენტურობის მიმართ“.

აკრედიტაციის ცენტრის წესი/პროცედურა

– საკ 1.4:2012 – „წესები და პროცედურები სამედიცინო ლაბორატორიების  სსტ ისო 15189:2012/2015-თან შესაბამისობაზე აკრედიტაციისათვის“.

– დანართები – იხილეთ აკრედიტაციის ცენტრის ვებგვერდზე:  www.gac.gov.ge  შესაბამის აკრედიტაციის სქემაში

აკრედიტაციაში გამოყენებული სახელმძღვანელო დოკუმენტი

იხილეთ აკრედიტაციის ცენტრის ვებგვერდზე:  www.gac.gov.ge

ბ.ა) აკრედიტაციის მაძიებელი პირი უნდა აკმაყოფილებდეს აკრედიტაციის სქემით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. 2016 წლის 1 ოქტომბრამდე სამედიცინო ლაბორატორიებმა აკრედიტებული სტატუსის შესანარჩუნებლად უნდა უზრუნველყონ სსტ ისო 15189:2012/2015-სტანდარტთან  შესაბამისობა. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ შეუჩერდებათ აკრედიტაცია. აღნიშნულ სტანდარტზე  გადასვლის პირობები ქვეყნდება აკრედიტაციის ცენტრის ვებგვერდზე, პროდუქტის სერტიფიკაციის ორგანოების აკრედიტაციის სქემაში.

დ)  პერსონალის სერტიფიკაციის ორგანოების აკრედიტაციის სქემა:

აკრედიტაციის კრიტერიუმი

(დოკუმენტი, რომლის შესაბამისობაზეც ტარდება აკრედიტაცია)

სსტ ისო/იეკ 17024:2012/2014 „ შესაბამისობის შეფასება -. ზოგადი მოთხოვნები პერსონალის სერტიფიკაციის ორგანოების მიმართ“.

აკრედიტაციის ცენტრის წესი/პროცედურა

– საკ 1.6:2012  –  „წესები და პროცედურები პერსონალის სერტიფიკაციის ორგანოების სსტ ისო/იეკ 17024:2012/2014 -თან  შესაბამისობაზე აკრედიტაციისათვის“.

– დანართები – იხილეთ აკრედიტაციის ცენტრის ვებგვერდზე:  www.gac.gov.ge  შესაბამის აკრედიტაციის სქემაში

აკრედიტაციაში გამოყენებული სახელმძღვანელო დოკუმენტი

 იხილეთ აკრედიტაციის ცენტრის ვებგვერდზე:  www.gac.gov.ge

დ.ა)   აკრედიტაციის მაძიებელი პირი უნდა აკმაყოფილებდეს აკრედიტაციის სქემით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. 2016 წლის 1 სექტემბრამდე პერსონალის სერტიფიკაციის ორგანოებმა აკრედიტებული სტატუსის შესანარჩუნებლად უნდა უზრუნველყონ სსტ ისო/იეკ 17024:2012/2014-თან შესაბამისობა. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ შეუჩერდებათ აკრედიტაცია.  აღნიშნულ სტანდარტზე  გადასვლის პირობები ქვეყნდება აკრედიტაციის ცენტრის ვებგვერდზე, პერსონალის სერტიფიკაციის ორგანოების აკრედიტაციის სქემაში. “

ბ) მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„1. აკრედიტაციის მაძიებელი პირი განაცხადით მიმართავს აკრედიტაციის ცენტრს აკრედიტაციისათვის. განაცხადს თან უნდა დაერთოს აკრედიტაციის ცენტრის შესაბამისი წესებისა და პროცედურების თანახმად მომზადებული დოკუმენტების კომპლექტი ქართულ ენაზე. განაცხადი და თანდართული დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონული ფორმით (შრიფტი – Sylfaen). განაცხადის ფორმები და შესაბამისი დანართები იხ. აკრედიტაციის ცენტრის ვებგვერდზე - „განაცხადის ელექტრონული ფორმა“.“

გ) მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) იმ შემთხვევაში, თუ წამყვან შემფასებელს გააჩნია საკმარისი კომპეტენცია ტექნიკური სფეროს შესაფასებლად, შესაძლებელია მან შეითავსოს ტექნიკური შემფასებლის (ექსპერტის) ფუნქციაც.“.

დ) მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„1.  წამყვანი შემფასებელი ადგილზე შეფასების პროგრამას  აცნობს განმცხადებელს ელ-ფოსტის საშუალებით ან პირადად,  ადგილზე შეფასების დაწყებამდე 5 სამუშაო დღით ადრე.“

2. „სკ 1.3:2012  - წესები და პროცედურები საგამოცდო და საკალიბრებელი  ლაბორატორიების სსტ ისო/იეკ 17025:2010-თან შესაბამისობაზე აკრედიტაციისათვის“ შევიდეს შემდეგი ცვლილებები:

ა) მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„1. აკრედიტაციის მაძიებელი პირი განაცხადით მიმართავს აკრედიტაციის ცენტრს აკრედიტაციისათვის. განაცხადს თან უნდა დაერთოს აკრედიტაციის ცენტრის შესაბამისი წესებისა და პროცედურების თანახმად მომზადებული დოკუმენტების კომპლექტი ქართულ ენაზე. განაცხადი და თანდართული დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონული ფორმით (შრიფტი – Sylfaen). განაცხადის ფორმა და შესაბამისი დანართები იხ. აკრედიტაციის ცენტრის ვებგვერდზე - „განაცხადის ელექტრონული ფორმა“.“

ბ) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„2. წამყვანი შემფასებელი აწვდის განმცხადებელს დოკუმენტების განხილვის შედეგს  აღმოჩენილი შეუსაბამობების მითითებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელთა გამოსწორებისათვის განმცხადებელს ეძლევა ამ ინფორმაციის გაგზავნიდან 3 თვის ვადა.”.

3. „საკ 1.4 :2012 - წესები და პროცედურები სამედიცინო  ლაბორატორიების სსტ ისო 15189:2012/2015-თან შესაბამისობაზე აკრედიტაციისათვის“ შევიდეს შემდეგი ცვლილებები:

ა) მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„1. აკრედიტაციის მაძიებელი პირი განაცხადით მიმართავს აკრედიტაციის ცენტრს აკრედიტაციისათვის. განაცხადს თან უნდა დაერთოს აკრედიტაციის ცენტრის შესაბამისი წესებისა და პროცედურების თანახმად მომზადებული დოკუმენტების კომპლექტი ქართულ ენაზე. განაცხადი და თანდართული დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონული ფორმით (შრიფტი – Sylfaen). განაცხადის ფორმა და შესაბამისი დანართები იხ. აკრედიტაციის ცენტრის ვებგვერდზე - „განაცხადის ელექტრონული ფორმა“.“

ბ) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„2. წამყვანი შემფასებელი აწვდის განმცხადებელს დოკუმენტების განხილვის შედეგს  აღმოჩენილი შეუსაბამობების მითითებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელთა გამოსწორებისათვის განმცხადებელს ეძლევა ამ ინფორმაციის გაგზავნიდან 3 თვის ვადა.”.

4. „საკ 1.5:2012 – „წესები და პროცედურები პროდუქტების, პროცესების და მომსახურეობის სერტიფიკაციის ორგანოების სსტ ისო/იეკ 17065:2012/2014-თან შესაბამისობაზე აკრედიტაციისათვის“ შევიდეს შემდეგი ცვლილებები:

ა) მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„1. აკრედიტაციის მაძიებელი პირი განაცხადით მიმართავს აკრედიტაციის ცენტრს აკრედიტაციისათვის. განაცხადს თან უნდა დაერთოს აკრედიტაციის ცენტრის შესაბამისი წესებისა და პროცედურების თანახმად მომზადებული დოკუმენტების კომპლექტი ქართულ ენაზე. განაცხადი და თანდართული დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონული ფორმით (შრიფტი – Sylfaen). განაცხადის ფორმა და შესაბამისი დანართები იხ. აკრედიტაციის ცენტრის ვებგვერდზე - „განაცხადის ელექტრონული ფორმა“.“

 ბ) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„2. წამყვანი შემფასებელი აწვდის განმცხადებელს დოკუმენტების განხილვის შედეგს  აღმოჩენილი შეუსაბამობების მითითებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელთა გამოსწორებისათვის განმცხადებელს ეძლევა ამ ინფორმაციის გაგზავნიდან 3 თვის ვადა.”

5. „საკ 1.6 : 2012 - წესები და პროცედურები პერსონალის სერტიფიკაციის ორგანოების სსტ ისო/იეკ 17024:2012/2014 -თან  შესაბამისობაზე აკრედიტაციისათვის“ შევიდეს შემდეგი ცვლილებები:

ა) მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„1. აკრედიტაციის მაძიებელი პირი განაცხადით მიმართავს აკრედიტაციის ცენტრს აკრედიტაციისათვის. განაცხადს თან უნდა დაერთოს აკრედიტაციის ცენტრის შესაბამისი წესებისა და პროცედურების თანახმად მომზადებული დოკუმენტების კომპლექტი ქართულ ენაზე. განაცხადი და თანდართული დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონული ფორმით (შრიფტი – Sylfaen). განაცხადის ფორმა და შესაბამისი დანართები იხ. აკრედიტაციის ცენტრის ვებგვერდზე - „განაცხადის ელექტრონული ფორმა“.“

ბ) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„2. წამყვანი შემფასებელი აწვდის განმცხადებელს დოკუმენტების განხილვის შედეგს  აღმოჩენილი შეუსაბამობების მითითებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელთა გამოსწორებისათვის განმცხადებელს ეძლევა ამ ინფორმაციის გაგზავნიდან 3 თვის ვადა.“.

6. „კ 1.7:2012 –„წესები და პროცედურები აუდიტისა და მენეჯმენტის სისტემების სერტიფიკაციის განმახორციელებელი ორგანოების სსტ ისო/იეკ 17021:2011/2014-თან შესაბამისობაზე აკრედიტაციისათვის“ შევიდეს შემდეგი ცვლილებები:

ა) მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„1. აკრედიტაციის მაძიებელი პირი განაცხადით მიმართავს აკრედიტაციის ცენტრს აკრედიტაციისათვის. განაცხადს თან უნდა დაერთოს აკრედიტაციის ცენტრის შესაბამისი წესებისა და პროცედურების თანახმად მომზადებული დოკუმენტების კომპლექტი ქართულ ენაზე. განაცხადი და თანდართული დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონული ფორმით (შრიფტი – Sylfaen). განაცხადის ფორმა და შესაბამისი დანართები იხ. აკრედიტაციის ცენტრის ვებგვერდზე - „განაცხადის ელექტრონული ფორმა“.“

ბ) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„2. წამყვანი შემფასებელი აწვდის განმცხადებელს დოკუმენტების განხილვის შედეგს  აღმოჩენილი შეუსაბამობების მითითებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელთა გამოსწორებისათვის განმცხადებელს ეძლევა ამ ინფორმაციის გაგზავნიდან 3 თვის ვადა.“.

7. ”საკ 1.8 : 2012 – წესები და პროცედურები ინსპექტირების ორგანოების სსტ ისო/იეკ 17020:2012/2013-თან შესაბამისობაზე აკრედიტაციისათვის“ შევიდეს შემდეგი ცვლილებები:

ა) 1-ლი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„3.  საქართველოს  კანონმდებლობით  რეგულირებული  სფეროსათვის  (იქ  სადაც კონკრეტული ობიექტის ინსპექტირება სავალდებულოა) სამუშაოების ჩასატარებლად აკრედიტებული ინსპექტირების ორგანო უნდა იყოს A ტიპის (გარდა „ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის პარამეტრების აღმრიცხველი საკონტროლო მოწყობილობების (ტაქოგრაფების)ინსპექტირების ორგანოებისა, რომლებიც შესაძლებელია, რომ იყოს „C“ ტიპის), სსტ ისო/იეკ 17020:2012/2013 – ის   მოთხოვნების    შესაბამისად    და    აკმაყოფილებდეს    შესაბამისი    კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.“.
 
ბ) მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი  რედაქციით:

„1. აკრედიტაციის მაძიებელი პირი განაცხადით მიმართავს აკრედიტაციის ცენტრს აკრედიტაციისათვის. განაცხადს თან უნდა დაერთოს აკრედიტაციის ცენტრის შესაბამისი წესებისა და პროცედურების თანახმად მომზადებული დოკუმენტების კომპლექტი ქართულ ენაზე. განაცხადი და თანდართული დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონული ფორმით (შრიფტი – Sylfaen). განაცხადის ფორმა და შესაბამისი დანართები იხ. აკრედიტაციის ცენტრის ვებგვერდზე - „განაცხადის ელექტრონული ფორმა“.“

გ) მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„3. წამყვანი შემფასებელი აწვდის განმცხადებელს დოკუმენტების განხილვის შედეგს  აღმოჩენილი შეუსაბამობების მითითებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელთა გამოსწორებისათვის განმცხადებელს ეძლევა ამ ინფორმაციის გაგზავნიდან 3 თვის ვადა.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრი“–ს გენერალური დირექტორიპაატა გოგოლიძე