საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 721
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 23/12/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 1, 05/01/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 19/10/2012
სარეგისტრაციო კოდი 010.190.030.06.001.001.629
  • Word
721
23/12/2004
სსმ, 1, 05/01/2005
010.190.030.06.001.001.629
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №8, 25.03.2004, მუხ. 38) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილებები:

1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „უ1“ ქვეპუნქტი:

„უ1) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცება;“.

2. 144-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) პარლამენტის ბიურო უახლოეს სხდომაზე იღებს გადაწყვეტილებას კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ, ამასთან, კანონპროექტს გადასცემს წამყვან კომიტეტს (კომიტეტებს), სხვა კომიტეტებს, ფრაქციებს, უმრავლესობას, უმცირესობას, პარლამენტის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს, ასევე საქართველოს მთავრობას;“.

3. 148-ე მუხლის:

ა) მე-4 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. პარლამენტის ბიურო გადაწყვეტილებას იღებს ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ე“–„თ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული საკითხების თაობაზე.“;

გ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ პარლამენტის ბიუროს მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან არა უადრეს 10 და არა უგვიანეს 14 დღისა საქართველოს მთავრობა წამყვან კომიტეტს (კომიტეტებს) გადასცემს თავის შენიშვნებს კანონპროექტთან დაკავშირებით. თუ საქართველოს მთავრობა ამ ვადაში არ წარმოადგენს შენიშვნებს პარლამენტში განსახილველ კანონპროექტთან დაკავშირებით, კანონპროექტი ჩაითვლება მთავრობის მიერ მოწონებულად.“;

დ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ პარლამენტის ბიუროს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ კანონპროექტი განსახილველად გადაეცემა კომიტეტებს, ფრაქციებს, უმრავლესობას, უმცირესობას, პარლამენტის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს, ასევე საქართველოს მთავრობას, მოთხოვნის შემთხვევაში – ცალკეულ პარლამენტის წევრებს, და განთავსდება პარლამენტის ინტერნეტ-გვერდზე.“.

4. 152-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ პარლამენტის ბიუროს მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან არა უადრეს 10 და არა უგვიანეს 14 დღისა სხვა კომიტეტები წამყვან კომიტეტს (კომიტეტებს) გადასცემენ თავიანთ შენიშვნებს კანონპროექტთან დაკავშირებით. თუ კომიტეტი ამ ვადაში არ წარმოადგენს შენიშვნებს, ითვლება, რომ საკითხი შეთანხმებულია მასთან.“.

5. 160-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. პარლამენტის ბიუროს ან პარლამენტის პლენარული სხდომის მიერ კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ რეგლამენტით გათვალისწინებული სუბიექტები პარლამენტის ბიუროს ან პარლამენტის პლენარული სხდომის მიერ განსაზღვრულ ვადაში გადასცემენ წამყვან კომიტეტს (კომიტეტებს) თავიანთ შენიშვნებს კანონპროექტთან დაკავშირებით.“.

6. რეგლამენტს დაემატოს შემდეგი შინაარსის XXVII1 თავი:

„თავი XXVII1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცება

    მუხლი 1821

საქართველოს პარლამენტის მიერ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების წესი განისაზღვრება კანონით.“.

    მუხლი 2.

  ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე

თბილისი,

2004 წლის 23 დეკემბერი.

№721-რს