„გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 15 მაისის №31 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 15 მაისის №31 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 17
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 19/05/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/05/2016
სარეგისტრაციო კოდი 360160000.22.023.016383
17
19/05/2016
ვებგვერდი, 20/05/2016
360160000.22.023.016383
„გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 15 მაისის №31 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
 

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის

ბრძანება №17

2016 წლის 19 მაისი

ქ. თბილისი

 

„გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 15 მაისის №31 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
,,გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 15 მაისის №31 ბრძანებაში (სსმ, ვებგვერდი, 360160000.22.023.016156, 16/05/2013) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ნ“ ქვეპუნქტი:

„ნ) დაგეგმილი საქმიანობის მშენებლობის პროცესში წარმოქმნილი გამონამუშევარის განთავსების ტერიტორიის (სანაყარო) ალტერნატიული ვარიანტები GIS (გეოინფორმაციული სისტემები) კოორდინატების მითითებით და აღნიშნული გამონამუშევარის განთავსების შესახებ ინფორმაცია.

2. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

,,31) თუ ეკოლოგიურ ექსპერტიზას დაქვემდებარებული საქმიანობა იმავდროულად საჭიროებს სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობას, საქმიანობის განმახორციელებელი უფლებამოსილია, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშს თან დაურთოს სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობისათვის ,,ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამტკიცებული ,,ტყითსარგებლობის წესის“ 272 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაცია, რომელიც გამიჯნული იქნება, „საქართველოს ტყის კოდექსის“ მე-15-მე-16 მუხლებით განსაზღვრული სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე ორგანოების სამოქმედო ტერიტორიების მიხედვით.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი პირველი მუხლის მე-2 პუნქტი გავრცელდეს 2016 წლის 17 მაისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრიგიგლა აგულაშვილი