დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისათვის თანხის გამოყოფის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 804 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 11/05/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/05/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.021331 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №804
2016 წლის 11 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისათვის თანხის გამოყოფის თაობაზე
მიმდინარე წლის 8-24 მაისს ევროპის კვირეულის ჩატარებასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ – საინფორმაციო ცენტრს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ გამოუყოს 62 000 (სამოცდაორი ათასი) ლარი.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები