დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სს „ენერგო-პრო ჯორჯიასათვის“ უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით და მოძრავი ქონების თხოვების უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 797 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 11/05/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/05/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.021324 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №797
2016 წლის 11 მაისი
ქ. თბილისი
სს „ენერგო-პრო ჯორჯიასათვის“ უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით და მოძრავი ქონების თხოვების უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რომ სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ (ს/კ: 205169066) მისი არსებობის ვადით:
ა) უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით, სარგებლობაში გადასცეს ქ. ქუთაისში, ოცხელის ქ. №2-ში (ნაკვეთი №1-1) მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა №6 - ფართით - 44.45 კვ.მ და მასზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №03.05.26.114);
ბ) თხოვების უფლებით, სარგებლობაში გადასცეს 630 კვტ-იანი ტრანსფორმატორი, KCO-366 ტიპის მაღალი ძაბვის 6,6 კვტ-იანი 6 ცალი კარადა და დაბალი ძაბვის 0,004 კვტ-იანი ШО-70 ტიპის 6 ცალი კარადა.
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქონების უსასყიდლო სარგებლობის უფლებით გადაცემის პირობად განისაზღვროს უზუფრუქტის და თხოვების საგნის მომხმარებლისათვის ელექტროენერგიის მიწოდების მიზნით გამოყენება.
3. ამ განკარგულების შესრულების მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.
პრემიერ-მინისტრი გ. კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები