„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „Socar Georgia Investments“-ისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 30 მარტის №30/03/08 განკარგულებით განსაზღვრულისგან განსხვავებული პირობის დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 28 ნოემბრის №2095 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 790
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 11/05/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/05/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.021317
  • Word
790
11/05/2016
ვებგვერდი, 20/05/2016
000000000.00.003.021317
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „Socar Georgia Investments“-ისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 30 მარტის №30/03/08 განკარგულებით განსაზღვრულისგან განსხვავებული პირობის დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 28 ნოემბრის №2095 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №790

2016 წლის 11 მაისი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „Socar Georgia Investments“-ისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 30 მარტის №30/03/08 განკარგულებით განსაზღვრულისგან განსხვავებული პირობის დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 28 ნოემბრის №2095 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1.  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა  და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „Socar Georgia Investments“-ისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 30 მარტის №30/03/08 განკარგულებით განსაზღვრულისგან განსხვავებული პირობის დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 28 ნოემბრის №2095 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და  პირველი პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტისა და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2013 წლის 6 სექტემბრის №1037-Iს საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დადგინდეს „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „Socar Georgia Investments“-ისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 30 მარტის №30/03/08 განკარგულების მე-2 პუნქტის „ბ“-„დ“ ქვეპუნქტებისაგან განსხვავებული შემდეგი საპრივატიზებო პირობები:

ა) წელიწადში არანაკლებ 2 (ორი) მილიონი ტონა მსუბუქი ნედლი ნავთობის გადამუშავების შესაძლებლობის მქონე ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის აშენება და ექსპლუატაციაში მიღება 2019 წლის 31 დეკემბრამდე,  შემდეგი გრაფიკის მიხედვით: 

ა.ა) პროექტის სრული ტექნიკური და ეკონომიკური განხორციელებადობის კვლევის მომზადება და გარემოზე ზემოქმედებისა და სოციალური გავლენის შეფასება („ESIA“) არა უგვიანეს 2016 წლის 31 დეკემბრისა;  

ა.ბ) ამ პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კვლევისა და შეფასების ასლების საქართველოს მთავრობისათვის წარდგენა, მისი დასრულებიდან 7 კალენდარულ დღეში;

ა.გ) მშენებლობის ნებართვის მიღება არა უგვიანეს 2017 წლის 1 სექტემბრისა;

ა.დ) მშენებლობის დაწყება არა უგვიანეს 2017 წლის 31 დეკემბრისა;

ა.ე) მშენებლობის დასრულება და ქარხნის ექსპლუატაციაში მიღება არა უგვიანეს 2019 წლის 31 დეკემბრისა;

ბ) ნავთობგადამამუშავებელი საქმიანობის ლიცენზიის მოპოვება  და წარმოების დაწყება არა უგვიანეს 2020 წლის 30 აპრილისა;

გ) ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიზნით, შესაბამისი ცვლილების ხელშეკრულების გაფორმებიდან არანაკლებ 120,000,000 (ას ოცი მილიონი) აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელება;

დ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წარმოების დაწყებიდან არანაკლებ 10 (ათი) წლის განმავლობაში, ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მიერ არანაკლებ ევრო 5 სტანდარტის ან/და მისი ეკვივალენტური ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტ(ებ)ის (რომელიც უფრო მაღალია) მსუბუქი და საშუალო დისტილატების წარმოების შესაძლებლობის უზრუნველყოფა;

ე) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წარმოების დაწყებიდან არანაკლებ 10 (ათი) წლის განმავლობაში, თითოეული ტიპის მსუბუქი და საშუალო დისტილატების წლიური წარმოების მინიმუმ 10%-ის შეთავაზება საქართველოს მთავრობისათვის;

ვ) ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტში მითითებული საქართველოს მთავრობისათვის შეთავაზებული დისტილატების ფასის EXW (წარმოების ადგილზე მიწოდების) მინიმუმ 10 აშშ დოლარით  ნაკლებით განსაზღვრა,  იდენტური ნავთობის დისტილატების PLATTS EUROPEAN MARKETSCAN-ის 10 დღის გამოქვეყნებულ მონაცემებში მოცემული ფასების მიხედვით გამოთვლილ  საშუალო ფასთან შედარებით;

ზ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წარმოების დაწყებიდან არანაკლებ 10 წლის განმავლობაში, ქარხანაში დასაქმებულთა არანაკლებ 70%-ის საქართველოს მოქალაქეებით დაკომპლექტება.“.

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირველი პუნქტის „ა“-„გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საპრივატიზებო პირობების შესრულების, ასევე მათი დარღვევის შემთხვევაში, დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოს გადახდის უზრუნველყოფის მიზნით, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „Socar Georgia Investments“-ისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 30 მარტის №30/03/08 განკარგულებით განსაზღვრულისგან განსხვავებული პირობის დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 28 ნოემბრის №2095 განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საბანკო გარანტიის ნაცვლად, ამ განკარგულების საფუძველზე შესაბამისი ცვლილების ხელშეკრულების გაფორმებამდე, შპს „ფაზის ოილმა“ ( ს/კ:  406061559) უზრუნველყოს არანაკლებ 2 000 000 (ორი მილიონი) აშშ დოლარის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარდგენა, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრება 2020 წლის 1 სექტემბრამდე.

3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

პრემიერ-მინისტრი                                              გ. კვირიკაშვილი