დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს მთავრობას, „Clean Energy Invest As“-სა და შპს „აჭარისწყალი ჯორჯიას“ შორის დასადები შეთანხმების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 788 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 11/05/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/05/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.021315 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №788
2016 წლის 11 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობას, „Clean Energy Invest As“-სა და შპს „აჭარისწყალი ჯორჯიას“ შორის დასადები შეთანხმების შესახებ
1. მოწონებულ იქნეს საქართველოს მთავრობას, „Clean Energy Invest As“-სა და შპს „აჭარისწყალი ჯორჯიას“ შორის დასადები შეთანხმების პროექტი.
2. ზემოაღნიშნული შეთანხმების პროექტით განსაზღვრული საბანკო გარანტიის შემცირების თაობაზე გარანტიის გამცემ ბანკში წარსადგენ შესაბამის წერილზე საქართველოს მთავრობის სახელით ხელმოწერის უფლებამოსილება მიენიჭოს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრს.
3. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებულ შეთანხმებას საქართველოს მთავრობის სახელით ხელი მოაწეროს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა.
პრემიერ-მინისტრი გ. კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები