დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| აღმოსავლეთ-დასავლეთის ენერგეტიკული დერეფნის პროექტის დაწყებიდან საიუბილეო მე-20 წლის აღსანიშნავად, მიმდინარე წლის 16 მაისს დაგეგმილი მაღალი რანგის ღონისძიების ორგანიზების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 787 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 11/05/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/05/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.021314 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №787
2016 წლის 11 მაისი
ქ. თბილისი
აღმოსავლეთ-დასავლეთის ენერგეტიკული დერეფნის პროექტის დაწყებიდან საიუბილეო მე-20 წლის აღსანიშნავად, მიმდინარე წლის 16 მაისს დაგეგმილი მაღალი რანგის ღონისძიების ორგანიზების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ
1. აღმოსავლეთ-დასავლეთის ენერგეტიკული დერეფნის პროექტის დაწყებიდან საიუბილეო მე-20 წლის აღსანიშნავად, მიმდინარე წლის 16 მაისს ქ. თბილისში დაგეგმილი მაღალი რანგის ღონისძიების ორგანიზების მიზნით, სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“ უზრუნველყოს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება/დაფინანსება.
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად განხორციელების უზრუნველსაყოფად, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“ განახორციელოს ღონისძიების ორგანიზების მომსახურების შესყიდვა გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
პრემიერ-მინისტრი გ. კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები