„საჩხერის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 ოქტომბრის №41 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 21
დოკუმენტის მიმღები საჩხერის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 17/05/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/05/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 04/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.130.016196
21
17/05/2016
ვებგვერდი, 18/05/2016
010250050.35.130.016196
„საჩხერის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 ოქტომბრის №41 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საჩხერის მუნიციპალიტეტი
 
საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №21

2016 წლის 17 მაისი

ქ. საჩხერე

,,საჩხერის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 ოქტომბრის №41 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებისა და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,საჩხერის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 ოქტომბრის №41 დადგენილებაში (სსმ, 29/10/2014; სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.130.016118) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის  17მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 171.  გასაუბრების  ჩატარების წესი

1. გასაუბრებაზე კონკურსანტები უნდა გამოცხადდნენ წინასწარ გამოცხადებული სიის მიხედვით, გასაუბრების დაწყებამდე 1 საათით ადრე მაინც. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სამდივნოს მიერ ხდება კონკურსანტთა რეგისტრაცია კონკურსანტთა მიერ სპეციალურ ჟურნალში ხელმოწერით (დანართი №4). გასაუბრების დაწყების მითითებულ საათზე იხურება შენობის შესასვლელი, კონკურსანტთა რეგისტრაციის ჟურნალში უფლებამოსილი პირის მიერ კეთდება შესაბამისი ჩანაწერი და დაგვიანებული პირები გასაუბრებაზე არ დაიშვებიან.

2. კონკურსანტებს გასაუბრების ოთახში იძახებს კომისიის მიერ უფლებამოსილი პირი კონკურსანტების სარეგისტრაციო ნომრის მიხედვით. გასაუბრების ოთახში კონკურსანტები შედიან სათითაოდ.

3. გასაუბრებაზე გამოუცხადებლობის ან დაგვიანების შემთხვევაში, არასაპატიო მიზეზით, კონკურსანტი იხსნება კონკურსიდან.”.

2. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №5 ამოღებული იქნეს.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ნადირაძე