დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქ. თბილისში, გრიშაშვილის ქ. №11-ში, ტურისტული და რეკრეაციული მიზნებისათვის სასარგებლო წიაღისეულის გარეგანი მოხმარების (სამკურნალო აბაზანები) მიწისქვეშა თერმულ-მინერალური წყლის მოპოვების ლიცენზიის პირდაპირი წესით გაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 779 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 05/05/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/05/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.021306 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №779
2016 წლის 5 მაისი
ქ. თბილისი
ქ. თბილისში, გრიშაშვილის ქ. №11-ში, ტურისტული და რეკრეაციული მიზნებისათვის სასარგებლო წიაღისეულის გარეგანი მოხმარების (სამკურნალო აბაზანები) მიწისქვეშა თერმულ-მინერალური წყლის მოპოვების ლიცენზიის პირდაპირი წესით გაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
1. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 171 მუხლისა და „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 31 მუხლის საფუძველზე, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ - გარემოს ეროვნულ სააგენტოს მიეცეს თანხმობა, ქ. თბილისის ტერიტორიაზე, გრიშაშვილის ქ. №11-ში (2 ჭაბურღილი), ტურისტული და რეკრეაციული მიზნებისათვის სასარგებლო წიაღისეულის გარეგანი მოხმარების (სამკურნალო აბაზანები) მიწისქვეშა თერმულ-მინერალური წყლის მოპოვების ლიცენზია გასცეს შპს „აბანო №7“-ზე (ს/კ: 202451364) პირდაპირი წესით.
2. თერმულ-მინერალური წყლის მოცულობა (ორივე ჭაბურღილზე ერთად) განისაზღვროს წელიწადში 3 650 მ3-ის (სამი ათას ექვსას ორმოცდაათი კუბური მეტრი) მოპოვების უფლებით.
3. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია:
ა) ლიცენზიის მიღებიდან 2 (ორი) წლის ვადაში უზრუნველყოს ჭაბურღილების წყლის მარაგის დათვლა და შესაბამის ორგანოში დასამტკიცებლად წარდგენა;
ბ) მარაგების დამტკიცების შემდგომ ლიცენზიაში ცვლილების შეტანის მიზნით, მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღისეულის გაზრდილ ოდენობაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გადაიხადოს „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 71 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად დაანგარიშებული თანხა;
გ) მარაგების დამტკიცების შემდეგ უზრუნველყოს საბადოს მარაგის მთლიანი რესურსის ათვისება;
დ) სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობა განახორციელოს მოქმედი კანონმდებლობითა და „სამკურნალო კატეგორიას მიკუთვნებული წყლის ობიექტების ნუსხისა და მინერალური წყლის ხარისხისადმი წაყენებული ჰიგიენური მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2002 წლის 5 ნოემბრის №310/ნ ბრძანებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად.
4. ლიცენზიის მოქმედების ვადა განისაზღვროს 25 წლით.
5. „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 31 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის პირდაპირი წესით გაცემისათვის სალიცენზიო ფასი განისაზღვროს 35 000 (ოცდათხუთმეტი ათასი) ლარის ოდენობით, რომელიც გადახდილ უნდა იქნეს ამ განკარგულების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები