ენერგეტიკის სექტორში განსახორციელებელი პროექტებისათვის დაფინანსების მოზიდვის შესახებ

  • Word
ენერგეტიკის სექტორში განსახორციელებელი პროექტებისათვის დაფინანსების მოზიდვის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 778
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 05/05/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/05/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.021305
  • Word
778
05/05/2016
ვებგვერდი, 18/05/2016
000000000.00.003.021305
ენერგეტიკის სექტორში განსახორციელებელი პროექტებისათვის დაფინანსების მოზიდვის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №778

2016 წლის 5 მაისი

ქ. თბილისი

ენერგეტიკის სექტორში განსახორციელებელი პროექტებისათვის დაფინანსების მოზიდვის შესახებ

1. მიღებულ იქნეს ცნობად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაცია შემდეგი პროექტების განხორციელების მიზნით დაფინანსების მოზიდვის თაობაზე:

ა) 500 კვ „ჯვარი-წყალტუბო“;

ბ) 500 კვ „წყალტუბო-ახალციხე“;

გ) „ჩრდილოეთის რგოლი-წყალტუბო“ (პირველი ფაზა);

დ) „გურიის გადაცემის ინფრასტრუქტურის გაძლიერება“.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მიმართოს:

ა) რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) - 500 კვ „ჯვარი-წყალტუბო“ პროექტის დაფინანსების მიზნით;

ბ) გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KfW) შემდეგი პროექტების დაფინანსების მიზნით:

ბ.ა) 500 კვ „წყალტუბო-ახალციხე“;

ბ.ბ) „გურიის გადაცემის ინფრასტრუქტურის გაძლიერება“;

გ) ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KfW) - „ჩრდილოეთის რგოლი-წყალტუბო“ (პირველი ფაზა) - პროექტის დაფინანსების მიზნით.

პრემიერ-მინისტრი  გიორგი კვირიკაშვილი