დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ „ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამის“ დაფინანსების ჩარჩო ხელშეკრულების (FFA) ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 774 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 05/05/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/05/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.021301 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №774
2016 წლის 5 მაისი
ქ. თბილისი
აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ „ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამის“ დაფინანსების ჩარჩო ხელშეკრულების (FFA) ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
1. მიღებულ იქნეს ცნობად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაცია, აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ „ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამის“ დაფინანსების ჩარჩო ხელშეკრულების (FFA) ფარგლებში განსახორციელებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მიმართოს აზიის განვითარების ბანკს (ADB):
ა) „ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამის“ დაფინანსების ჩარჩო ხელშეკრულებაში (FFA) 6 ქალაქის/დაბის (ჭიათურა, ბოლნისი, აბაშა, ბაკურიანი, გუდაური და ჯვარი) დამატების თაობაზე;
ბ) „ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამის“ ფარგლებში, მარნეულში, ჭიათურასა და ბოლნისში განსახორციელებელი ურბანული პროექტებისათვის 99 მილიონი აშშ დოლარის სესხის („ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 6“) გამოყოფის თაობაზე, შემდეგი ფინანსური პირობებით:
ბ.ა) სესხის ხანგრძლივობა - 25 წელი (მათ შორის, შეღავათიანი პერიოდი 12 წელი);
ბ.ბ) საპროცენტო განაკვეთის ტიპი - 6-თვიან Libor-ს დამატებული ფიქსირებული მარჟა;
ბ.გ) სესხის ვალუტა - აშშ დოლარი;
ბ.დ) ვალდებულების გადასახდელი (Commitment fee) - წლიური 0.15%;
გ) „ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამის“ ფარგლებში მიმდინარე ტრანშებით დაფინანსებულ პროექტებში არსებული დანაზოგებით აბაშაში, ბაკურიანში, გუდაურსა და ჯვარში შესაბამისი ურბანული პროექტების დაფინანსების მიზნით.
პრემიერ - მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები