სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ფიზიკური პირის ვალერიან ჯაფარიძისათვის იჯარის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ

  • Word
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ფიზიკური პირის ვალერიან ჯაფარიძისათვის იჯარის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 772
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 05/05/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/05/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.021299
  • Word
772
05/05/2016
ვებგვერდი, 18/05/2016
000000000.00.003.021299
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ფიზიკური პირის ვალერიან ჯაფარიძისათვის იჯარის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №772

2016 წლის 5 მაისი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ფიზიკური პირის – ვალერიან ჯაფარიძისათვის იჯარის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რომ ფიზიკურ პირ ვალერიან ჯაფარიძეს (პ/ნ: №30001000024) იჯარის უფლებით გადასცეს მესტიის მუნიციპალიტეტში, დაბა მესტიაში, სეტის მოედანზე №7-ში არსებული ფართი (შენობა-ნაგებობა №1-ის პირველ სართულზე მდებარე 96.75 კვ.მ ფართიდან 61.16 კვ.მ ფართი (ამ განკარგულების დანართის შესაბამისად), მე-2 სართული - 258.69 კვ.მ, მე-3 სართული - 320.25 კვ.მ და შენობა №2 ფართით – 22.05 კვ.მ) და მასზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №42.06.05.125) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 (ხუთი) წლის ვადით, წლიური საიჯარო ქირით - 25 000 (ოცდახუთი ათასი) ლარად.

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული უძრავი ქონების იჯარის უფლებით გადაცემის პირობებად განისაზღვროს პირადად ან/და მესამე პირ(ებ)ის მეშვეობით:

ა) წლიური საიჯარო ქირის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან ყოველწლიურად, ყოველი საიჯარო წლის პირველი თვის ბოლომდე;

ბ) ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უძრავ ქონებაზე შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 18 (თვრამეტი) თვის ვადაში არანაკლებ 8 (რვა) ნომრის მქონე სასტუმროს შექმნა და ფუნქციონირების დაწყება.

3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.

პრემიერ-მინისტრი  გიორგი კვირიკაშვილი