სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „აისბერგ ფოთისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

  • Word
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „აისბერგ ფოთისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 770
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 05/05/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/05/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.021297
  • Word
770
05/05/2016
ვებგვერდი, 19/05/2016
000000000.00.003.021297
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „აისბერგ ფოთისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №770

2016 წლის 5 მაისი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „აისბერგ ფოთისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

 1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქ. ფოთში, ლარნაკას ქუჩა №7-ში მდებარე 2248 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი:  №04.01.03.809) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 150 000 (ას ორმოცდაათი  ათასი) ლარად, საკუთრებაში გადაეცეს შპს „აისბერგ ფოთს“ (ს/კ:  №404879985).

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გადაცემული უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს:

ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში;

ბ) პირადად ან/და მესამე პირ(ებ)ის მეშვეობით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადაში,  ამ განკარგულების  პირველი პუნქტით განსაზღვრულ უძრავ ქონებაზე ან/და შპს „აისბერგ ფოთის“ საკუთრებაში არსებულ (მიწის (უძრავი ქონების)   №04.01.03.738 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული) მიწის ნაკვეთზე ღია ტიპის, ერთდროულად არანაკლებ 150 (ას ორმოცდაათი) ერთეული საზღვაო კონტეინერის (თითოეული 40 ფუტის ტევადობის მქონე) განთავსების შესაძლებლობის მქონე სასაწყობე მეურნეობის შექმნა და ფუნქციონირების დაწყება;

გ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მიზნით, არანაკლებ 400 000 (ოთხასი ათასი) ლარის ინვესტიციის განხორციელება.

3. შპს „აისბერგ ფოთი“ ვალდებულია, ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების შესრულების (მათ შორის, ამ ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისათვის შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის) უზრუნველსაყოფად, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე,  წარადგინოს ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინვესტიციის თანხის არანაკლებ 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადაც ამავე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადას უნდა აღემატებოდეს არანაკლებ 4 (ოთხი) თვით.

4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით,  განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

 

პრემიერ-მინისტრი                                                                გიორგი კვირიკაშვილი