შპს „ქართული საინვესტიციო ჯგუფი ენერგიის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე

  • Word
შპს „ქართული საინვესტიციო ჯგუფი ენერგიის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 769
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 05/05/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/05/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.021296
  • Word
769
05/05/2016
ვებგვერდი, 19/05/2016
000000000.00.003.021296
შპს „ქართული საინვესტიციო ჯგუფი ენერგიის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №769

2016 წლის 5 მაისი

ქ. თბილისი

შპს „ქართული საინვესტიციო ჯგუფ ენერგიის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტისა და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ №1037-1ს  საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დადგინდეს „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ქართულ საინვესტიციო ჯგუფ ენერგიისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 21 ივნისის №21/06/03 განკარგულების მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით დადგენილისაგან განსხვავებული შემდეგი საპრივატიზებო პირობა:

„საქართველოს მთავრობასა და შპს „ქართულ საინვესტიციო ჯგუფ  ენერგიას“ შორის 2009 წლის 15 სექტემბერს გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმით (მასში შესული ცვლილებების, მათ შორის, საქართველოს მთავრობას, შპს „ქართულ საინვესტიციო ჯგუფ ენერგიას“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის 2015 წლის 20 აგვისტოს გაფორმებული შეცვლილი, განახლებული ურთიერთგაგების მემორანდუმის გათვალისწინებით) დადგენილი ხობიჰესი 2-ის ოპერირების დაწყება ამავე მემორანდუმით გათვალისწინებული პირობებით.“.

2.  „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტისა და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ №1037-1ს  საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის  შესაბამისად, დადგინდეს „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ქართულ საინვესტიციო ჯგუფ ენერგიისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 20 მარტის №20/03/05 განკარგულების მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისაგან განსხვავებული შემდეგი საპრივატიზებო პირობა:

„საქართველოს მთავრობასა და შპს „ქართულ საინვესტიციო ჯგუფ ენერგიას“ შორის 2009 წლის 15 სექტემბერს გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმით (მასში შესული ცვლილებების, მათ შორის, საქართველოს მთავრობას, შპს „ქართულ საინვესტიციო ჯგუფ ენერგიას“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის 2015 წლის 20 აგვისტოს გაფორმებული შეცვლილი, განახლებული ურთიერთგაგების მემორანდუმის გათვალისწინებით) დადგენილი ხობიჰესი 2-ის ოპერირების დაწყება ამავე მემორანდუმით გათვალისწინებული პირობებით.“.

3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „შპს „ქართული საინვესტიციო ჯგუფი ენერგიისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიანი აღნაგობის ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 7 ივნისის №1224 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. შპს „ქართული საინვესტიციო ჯგუფი ენერგია“ ვალდებულია, უზრუნველყოს „საქართველოს მთავრობასა და შპს „ქართულ საინვესტიციო ჯგუფ ენერგიას“ შორის 2009 წლის 15 სექტემბერს გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმით (მასში შესული ცვლილებების, მათ შორის, საქართველოს მთავრობას, შპს „ქართულ საინვესტიციო ჯგუფ ენერგიას“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის 2015 წლის 20 აგვისტოს გაფორმებული შეცვლილი, განახლებული ურთიერთგაგების მემორანდუმის გათვალისწინებით)  დადგენილი ხობიჰესი  2-ის ოპერირების დაწყება   ამავე მემორანდუმით გათვალისწინებული პირობებით.“. 

4. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შპს „ქართული საინვესტიციო ჯგუფი ენერგია“ (ს/კ: №205256177) გათავისუფლდეს, ამ განკარგულების საფუძველზე, შესაბამისი ცვლილების ხელშეკრულებების გაფორმებამდე  საქართველოს ეკონომიკისა და  მდგრადი განვითარების სამინისტროსა და შპს „ქართულ საინვესტიციო ჯგუფ ენერგიას“ შორის 2011  წლის 8 ივლისს და 2012 წლის 23 მარტს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსაგან, ამ განკარგულებით გათვალისწინებული შესაბამისი ვალდებულებების შესრულების    პირობით.

5. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა – საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

 

პრემიერ-მინისტრი                                                           გიორგი კვირიკაშვილი