„საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 16 მარტის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 20
დოკუმენტის მიმღები საჩხერის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 17/05/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/05/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 27/02/2017
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.130.016195
20
17/05/2016
ვებგვერდი, 18/05/2016
010250020.35.130.016195
„საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 16 მარტის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საჩხერის მუნიციპალიტეტი
 
საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №20

2016 წლის 17 მაისი

ქ. საჩხერე

,,საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 16 მარტის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 16 მარტის №12 დადგენილებაში (სსმ/ვებგვერდი18/03/2016. სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.130.016187) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:    

,,საქართველოს ორგანული კანონის   ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე.გ“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის  ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“  მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის, ,,სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულებისა და  ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის  პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ნადირაძე