,,ლარის ბანკნოტებისა და მონეტების დამზადების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2010 წლის 10 ივნისის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ლარის ბანკნოტებისა და მონეტების დამზადების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2010 წლის 10 ივნისის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო
მიღების თარიღი 17/05/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/05/2016
სარეგისტრაციო კოდი 220090000.11.004.016040
4
17/05/2016
ვებგვერდი, 18/05/2016
220090000.11.004.016040
,,ლარის ბანკნოტებისა და მონეტების დამზადების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2010 წლის 10 ივნისის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო
 

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს

დადგენილება №4

2016 წლის 17 მაისი

ქ. თბილისი

 

,,ლარის ბანკნოტებისა და მონეტების დამზადების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2010 წლის 10 ივნისის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტისა და 67-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო ადგენს:

მუხლი 1
„ლარის ბანკნოტებისა და მონეტების დამზადების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2010 წლის 10 ივნისის №5 დადგენილებით დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მიმოქცევის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ლარის ბანკნოტების/მონეტების დამზადების სამუშაოების დაწყება ხორციელდება:

ა) ბანკნოტების შემთხვევაში, მიმოქცევაში ნაღდი ფულის ოდენობის შესახებ მაკროეკონომიკური საპროგნოზო მაჩვენებლისა და შესაბამისი გაანგარიშების მიხედვით ეროვნული ბანკის სისტემაში არსებული ცალკეული ნომინალის არანაკლებ 18 თვის საკმარისი მარაგის დადგომისთანავე;

ბ) მონეტების შემთხვევაში, ბოლო 12 თვის ფაქტობრივი საშუალო თვიური გაცემების მიხედვით, ცალკეული ნომინალის არანაკლებ 18 თვის საკმარისი მარაგის დადგომისთანავე.“.

მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარეკობა გვენეტაძე