დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქუჩის სახელდების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 95 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ გორის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 06/05/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/05/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.174.016002 |
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №95
2016 წლის 6 მაისი
ქალაქი გორი
ქუჩის სახელდების შესახებ
2015 წლის 10 ოქტომბერს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტში შემოსულია ქსენია ბეჟანიშვილის განცხადება ქალაქ გორში ერთ-ერთი ქუჩისათვის თამაზ ბეჟანიშვილის სახელის მინიჭების თაობაზე. თამაზ ბეჟანიშვილი დაიბადა ქალაქ გორში 1965 წლის 21 ივლისს. 1992-93 წლებში, აფხაზეთში მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტის დროს, გორის სამხედრო კომისარიატის მიერ თამაზ ბეჟანიშვილი გაწვეულ იქნა და ჩაირიცხა თავდაცვის სამინიტროს „გაგრის“ ბატალიონში. 1992 წლის 2 ოქტომბერს, მოწინააღმდეგის შემოტევის დროს გმირულად დაიღუპა. საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 30 აპრილის №077 – განკარგულებით თამაზ ბეჟანიშვილი დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე , ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიზანშეწონილად მიაჩნია ქალაქ გორში შევჩენკოსა და ლეონიძის ქუჩების დამაკავშირებელ უსახელო ქუჩას ეწოდოს თამაზ ბეჟანიშვილის სახელი.
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის და 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, ასევე გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2016 წლის 10 მარტის №4 სხდომის ოქმით მიღებული თანხმობის შესაბამისად:
1. ქალაქ გორში შევჩენკოსა და ლეონიძის ქუჩების დამაკავშირებელ უსახელო ქუჩას ეწოდოს 1992 წლის 2 ოქტომბერს აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპული მებრძოლის, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით დაჯილდოებული, თამაზ ბეჟანიშვილის სახელი.
2. განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
3. განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია დაინტერესებული მხარის მიერ მისი გაცნობის დღიდან ერთი თვის განმავლობაში, სარჩელის წარდგენის გზით გორის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქალაქი გორი, სერგო ჯორბენაძის ქ. №30)
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ როსებაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები