„მსჯავრდებულთან ვიდეოპაემნით სარგებლობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 5 აპრილის №55 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 74
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
მიღების თარიღი 08/06/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/06/2016
სარეგისტრაციო კოდი 100040000.22.038.016668
74
08/06/2016
ვებგვერდი, 09/06/2016
100040000.22.038.016668
„მსჯავრდებულთან ვიდეოპაემნით სარგებლობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 5 აპრილის №55 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
 
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის

ბრძანება №74

2016 წლის 8 ივნისი

ქ. თბილისი

„მსჯავრდებულთან ვიდეოპაემნით სარგებლობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 5 აპრილის №55 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„პატიმრობის კოდექსის“ 171 მუხლის მე-4 და მე-7 ნაწილებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„მსჯავრდებულთან ვიდეოპაემნით სარგებლობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული  დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 5 აპრილის №55 ბრძანებაში (სსმ, 100040000.22.038.016040, 11/04/2011) შევიდეს შემდეგი სახის ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული წესის:

1. მე-2 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2. ვიდეოპაემნის ხანგრძლივობა“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მსჯავრდებულთან ერთჯერადი ვიდეოპაემნის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 15 წუთს.“;

გ) 21 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

დ) მე-4 და მე-5 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

2. მე-3 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის ე1 ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. ვიდეოპაემნის მსურველი პირი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემდეგ, პრობაციის ბიუროში საამისოდ გამოყოფილი ადგილიდან ამყარებს პირდაპირ, ვიზუალურ და ხმოვან კავშირს მსჯავრდებულთან.“.

გ) მე-13 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 

3. დანართი №1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი №1

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

(არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს უფროსი)

1. განმცხადებლის მონაცემები: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

(სახელი, გვარი, მამის სახელი)

პირადი № ––––––––––––––––––––––––––––––––––––––

____________________________________________________________________________

(ტელეფონის ნომერი, მისამართი რეგისტრაციის მიხედვით/ფაქტობრივი)

____________________________________________________________________________

(მსჯავრდებულის სახელი, გვარი, მამის სახელი)

____________________________________________________________________________

(დაწესებულება, სადაც სასჯელს იხდის მსჯავრდებული)

____________________________________________________________________________

(ვიდეოპაემნის განხორციელების თარიღი: რიცხვი, თვე, წელი)

____________________________________________________________________________

(განმცხადებლის კავშირი მსჯავრდებულთან)

2. ვიდეოპაემანში მონაწილე პირის მონაცემები: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

(სახელი, გვარი, მამის სახელი)

პირადი № ––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

(ვიდეოპაემანში მონაწილე პირის კავშირი მსჯავრდებულთან)

3. ვიდეოპაემანში მონაწილე პირის მონაცემები: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

(სახელი, გვარი, მამის სახელი)

პირადი № ––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

(ვიდეოპაემანში მონაწილე პირის კავშირი მსჯავრდებულთან)

–––––––––––––––––––––––––––––––––––           ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

(განმცხადებლის ხელმოწერა და თარიღი)   (მსჯავრდებულის თანხმობა/უარი და  ხელმოწერა)“

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიკახა კახიშვილი