„ქ. თბილისში ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსის - ,,თბილისი”- ს ჩატარების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 8 მაისის N11-41 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ქ. თბილისში ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსის - ,,თბილისი”- ს ჩატარების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 8 მაისის N11-41 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 12-37
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 13/05/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/05/2016
სარეგისტრაციო კოდი 450050000.35.101.016289
12-37
13/05/2016
ვებგვერდი, 17/05/2016
450050000.35.101.016289
„ქ. თბილისში ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსის - ,,თბილისი”- ს ჩატარების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 8 მაისის N11-41 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №12-37

2016 წლის 13 მაისი

ქ. თბილისი

 

„ქ. თბილისში ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსის – ,,თბილისის" ჩატარების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 8 მაისის №11-41 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს:

მუხლი 1
1. „ქ. თბილისში ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსის – ,,თბილისის" ჩატარების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 8 მაისის №11-41 დადგენილებაში (ვებგვერდი, სსმ, 13/05/2015; სარეგისტრაციო კოდი:  450050000.35.101.016158)  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა)  მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2.  კონკურსის ჩატარებამდე, ყოველწლიურად შედგეს შესაბამისი ჟიური 7 (შვიდი) წევრის შემადგენლობით. ჟიურის უფლებამოსილება შეუწყდება ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსის ,,თბილისის” დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ.“.

ბ)  ამოღებულ იქნეს მე-3 პუნქტი;

გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7.  კონკურსის ნომინაციებია:

· წლის საუკეთესო პროზაული ნაწარმოები;

· წლის საუკეთესო პოეტური ნაწარმოები;

· წლის საუკეთესო ესსე (სკოლის მოსწავლეთათვის);

· წლის საუკეთესო სიმღერა;

· წლის საუკეთესო ფერწერული ნაწარმოები;

· წლის საუკეთესო ქანდაკება;

· წლის საუკეთესო ფოტოხელოვნების ნაწარმოები;

· წლის საუკეთესო არქიტექტურული ნაწარმოები;

· ჟიურის სპეციალური პრიზი.“ ;

დ) მე-10 და მე-11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსის ,,თბილისი“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართოს ყოველი წლის ოქტომბრის თვეში, თბილისობის დღესასწაულის ფარგლებში.

11. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსმა კონკურსის ჩატარებისათვის უზრუნველყოს კანონმდებლობის შესაბამისად  ყველა საჭირო ღონისძიების გატარება.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ალიბეგაშვილი