„ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 44/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 23/05/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/05/2016
სარეგისტრაციო კოდი 430010000.22.022.017115
44/ნ
23/05/2016
ვებგვერდი, 24/05/2016
430010000.22.022.017115
„ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №44/ნ

2016 წლის 23 მაისი

ქ. თბილისი

 

„ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანებაში (სსმ, №163, 14/12/2010) და ბრძანების მე-4 პუნქტით დამტკიცებულ „მიმართულებების, დარგების/სპეციალობების, ქვედარგების/სპეციალიზაციებისა და პროფესიული სპეციალიზაციების ჩამონათვალის“ (დანართი №4):

1. 010164 პროფესიული სპეციალიზაციის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის პროფესიული სპეციალიზაცია:

„010165 – სამკურნალო მცენარეების დამამზადებელი“.

2. 010361 პროფესიული სპეციალიზაციის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის  პროფესიული სპეციალიზაცია:

„010362 – თევზის მომშენებელ-ოპერატორი“.

3. 040168 პროფესიული სპეციალიზაციის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის პროფესიული სპეციალიზაციები:

ა) „040169 – სამგანზომილებიანი განათების და ვიზუალიზაციის სპეციალისტი“;

ბ) „040170 – სამგანზომილებიანი მოდელირების და ტექსტურირების სპეციალისტი“.

4. 040567 პროფესიული სპეციალიზაციის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის პროფესიული სპეციალიზაცია:

„040568 – ელექტროამძრავისა და ელექტრომომმარაგებელი დანადგარების ტექნიკოსი“.

5. 040682 პროფესიული სპეციალიზაციის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის პროფესიული სპეციალიზაცია:

„040683 –  ჰიდროტექნიკური მშენებლობის ტექნიკოსი“.

6. 040963 პროფესიული სპეციალიზაციის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის პროფესიული სპეციალიზაცია:

„040964 ტრიკოტაჟის მქსოველ-ოპერატორი“;

7. 080557 პროფესიული სპეციალიზაციის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის პროფესიული სპეციალიზაციები:

ა) „080558 – პიანისტ-აკომპანიატორი“;

ბ) „080559 – მუსიკის რეპეტიტორი“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრითამარ სანიკიძე