„კომერციული ბანკების მიერ მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 11 თებერვლის N10/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„კომერციული ბანკების მიერ მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 11 თებერვლის N10/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 52/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 16/05/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/05/2016
ძალაში შესვლის თარიღი 17/05/2016
სარეგისტრაციო კოდი 220020000.18.011.016195
52/04
16/05/2016
ვებგვერდი, 17/05/2016
220020000.18.011.016195
„კომერციული ბანკების მიერ მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 11 თებერვლის N10/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №52.04

2016 წლის 16 მაისი

ქ. თბილისი

 

„კომერციული ბანკების მიერ მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 11 თებერვლის №10/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ეროვნული ბანკის მიერ ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ხელშეწყობის მიზნით, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

მუხლი 1
„კომერციული ბანკების მიერ მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 11 თებერვლის №10/04 ბრძანებით დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შედეგი რედაქციით:

„მუხლი 2. მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმა

1. ეროვნული ვალუტით მოზიდული სახსრებისათვის მინიმალური სარეზერვო ნორმა არის 7%.

2. უცხოური ვალუტით მოზიდული სახსრებისათვის მინიმალური სარეზერვო ნორმა არის 20%, გარდა ნარჩენი ვადიანობის მიხედვით უცხოური ვალუტით 365 დღიდან 730 დღემდე ვადიანობის ნასესხები სახსრებისა.

3. ნარჩენი ვადიანობის მიხედვით უცხოური ვალუტით 365 დღიდან 730 დღემდე ვადიანობის ნასესხები სახსრებისათვის მინიმალური სარეზერვო ნორმა არის 10%.“.

2. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შედეგი რედაქციით:

„2. მოზიდული სახსრები მოიცავს ბანკის ვალდებულებებს მესამე პირების მიმართ ყველა სახის დეპოზიტების, მიღებულ სესხების და მის მიერ გამოშვებული სავალო ფასიანი ქაღალდების სახით, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული ვალდებულებებისა. საჭიროების შემთხვევაში ეროვნულ ბანკს შეუძლია წერილობით განმარტოს მოზიდულ სახსრებს მიკუთვნებული ვალდებულებების შინაარსობრივი საკითხი.“.

3. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის “ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შედეგი რედაქციით:

„ა) რეპო და სვოპ ოპერაციებით მიღებული ვალდებულებები.“.

4. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „გ” და „დ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

5.  მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შედეგი რედაქციით:

„ა) იმ შემთხვევაში, თუ დასაცავი პერიოდის საშუალო ნაშთი მეტია ან ტოლია დასაცავი მინიმალური რეზერვის თანხაზე, პროცენტის დარიცხვა განხორციელდება საშუალო ნაშთის იმ ნაწილზე, რომელიც გაიანგარიშება, როგორც დასაცავი მინიმალური რეზერვის შესაბამისი თანხა შემცირებული ეროვნულ ვალუტაში საშუალო მოზიდული სახსრების 2%-ის ოდენობის თანხით;

ბ) იმ შემთხვევაში, თუ დასაცავი პერიოდის საშუალო ნაშთი ნაკლებია დასაცავ მინიმალური რეზერვის თანხაზე, მაგრამ არ არის ნაკლები საშუალო მოზიდული სახსრების 2%-ის ოდენობის თანხაზე, პროცენტის დარიცხვა განხორციელდება მინიმალური რეზერვის იმ ნაწილზე, რომელიც გაიანგარიშება, როგორც დაცვის პერიოდის ფაქტობრივი საშუალო ნაშთის თანხა შემცირებული ეროვნულ ვალუტაში საშუალო მოზიდული სახსრების 2%-ის ოდენობის თანხით.“.

6. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შედეგი რედაქციით:

„2. ბანკი ვალდებულია ეროვნულ ბანკს სპეციალურ ელექტრონულ ReserveRequirements@nbg.gov.ge მისამართზე  წარუდგინოს ანგარიშგებისათვის პასუხისმგებელი პირის და ბანკის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის ციფრული ხელმოწერით დამოწმებული მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ანგარიშგება ეროვნული ბანკის მიერ მოთხოვნილი ფორმით ყოველი დასაცავი პერიოდის დამთავრებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება ციფრული ხელმოწერით დამოწმებული ანგარიშგების საქართველოს ეროვნული ბანკისთვის წარდგენა, დასაშვებია ანგარიშგებისათვის პასუხისმგებელი პირის და ბანკის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბანკის ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დამოწმებული მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ანგარიშგების წერილობითი დოკუმენტის სახით ეროვნული ბანკისათვის მიწოდება.”.

მუხლი 2
2016 წლის 17 მაისიდან 2016 წლის 15 ივნისის ჩათვლით მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დაცვა კომერციულმა ბანკებმა უნდა განახორციელონ ამ ბრძანების ამოქმედებამდე არსებული წესით.
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2016 წლის 17 მაისიდან.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე