„ვეტერინარული ჯანმრთელობისა და მეცხოველეობის შესახებ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და კატარის სახელმწიფოს მუნიციპალიტეტისა და გარემოს დაცვის სამინისტროს შორის“ ურთიერთგაგების მემორანდუმის დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 215
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 11/05/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/05/2016
სარეგისტრაციო კოდი 480140000.10.003.019280
215
11/05/2016
ვებგვერდი, 16/05/2016
480140000.10.003.019280
„ვეტერინარული ჯანმრთელობისა და მეცხოველეობის შესახებ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და კატარის სახელმწიფოს მუნიციპალიტეტისა და გარემოს დაცვის სამინისტროს შორის“ ურთიერთგაგების მემორანდუმის დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №215

2016 წლის 11 მაისი

ქ. თბილისი

„ვეტერინარული ჯანმრთელობისა და მეცხოველეობის შესახებ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და კატარის სახელმწიფოს მუნიციპალიტეტისა და გარემოს დაცვის სამინისტროს შორის“ ურთიერთგაგების მემორანდუმის დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე

მუხლი 1
„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, ძალაში შესვლის მიზნით, დამტკიცდეს 2016 წლის 28 მარტს ხელმოწერილი „ვეტერინარული ჯანმრთელობისა და მეცხოველეობის შესახებ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და კატარის სახელმწიფოს მუნიციპალიტეტისა და გარემოს დაცვის სამინისტროს შორის“ ურთიერთგაგების მემორანდუმი.
მუხლი 2
საგარეო საქმეთა სამინისტრომ:

ა) აცნობოს საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს პარლამენტს ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული მემორანდუმის დადების შესახებ;

ბ) შეატყობინოს კატარის მხარეს ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული მემორანდუმის ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურის საქართველოს მხრიდან დასრულების თაობაზე.

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი