„ყულევის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 12 სექტემბრის №376 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ყულევის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 12 სექტემბრის №376 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 212
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 11/05/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/05/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 13/03/2023
სარეგისტრაციო კოდი 300010000.10.003.019277
212
11/05/2016
ვებგვერდი, 16/05/2016
300010000.10.003.019277
„ყულევის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 12 სექტემბრის №376 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №212

2016 წლის 11 მაისი

ქ. თბილისი

 

„ყულევის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 12 სექტემბრის №376 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული  აქტების შესახებ“  საქართველოს  კანონის  მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ყულევის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2012 წლის 12 სექტემბრის №376 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 12/09/2012, 300010000.10.003.017049) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი მუხლის:

1. პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულევში, 599 970.00 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (მიწის ნაკვეთის მისამართი: მუნიციპალიტეტი ხობი, სოფელი ყულევი, ზონა - ხობი - 45, სექტორი - ყულევი - 15, კვარტალი - 22, ნაკვეთი - 020, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №45.15.22.020) შეიქმნას ყულევის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა (შემდგომში - ყულევის თიზი)   5 წლის ვადით.“.

2. მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ყულევის თიზის ფუნქციონირების დაწყების ვადად განისაზღვროს არაუგვიანეს  2017 წლის პირველი სექტემბერი.

4. ყულევის თიზის ფუნქციონირების დაწყების მიზნით, ორგანიზატორი/ადმინისტრატორი  ვალდებულია, არაუგვიანეს  2017  წლის პირველ სექტემბრამდე უზრუნველყოს:

ა) ყულევის თიზისათვის განკუთვნილ 599 970 კვ.მ ტერიტორიაზე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №45.15.22.020) საქონლის, სატრანსპორტო საშუალებებისა და ფიზიკურ პირთა შესვლა-გამოსვლა   სიტუაციური გეგმით გათვალისწინებული საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით;

ბ) საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე ფეხით მოსიარულეთა და საავტომობილო, სარკინიგზო ან/და სხვა ტიპის ტრანსპორტის გადაადგილება;

გ) საბაჟო კონტროლის პროცედურების განხორციელებისათვის საჭირო შენობა-ნაგებობასთან, ინფრასტრუქტურის ელემენტებთან, ტექნიკა-დანადგარების სახეობასა და რაოდენობასთან, უსაფრთხოების მოთხოვნებთან დაკავშირებული პარამეტრების შესრულება;

დ) შენობა-ნაგებობების აღჭურვა სსიპ - შემოსავლების სამსახურთან შეთანხმებული საოფისე ტექნიკა-აღჭურვილობით, კომპიუტერული ტექნიკით, მონაცემების ელექტრონული გადაცემის ქსელური კავშირით.“.

3. მე-6 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) არა უგვიანეს 2016 წლის 31 დეკემბრისა, შეიმუშაოს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შესათანხმებლად წარუდგინოს თავისუფალი ინდუსტრიული ზონის განაშენიანების რეგულირების გეგმა „თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის, მოწყობისა და ფუნქციონირების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 ივნისის №131 დადგენილებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად;“. 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი