დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მერქნული რესურსების მართვის ელექტრონული სისტემის წარმოების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2014 წლის 30 აპრილის №118 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 14 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 13/05/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/05/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 360160000.22.023.016380 |
14
13/05/2016
ვებგვერდი, 16/05/2016
360160000.22.023.016380
„მერქნული რესურსების მართვის ელექტრონული სისტემის წარმოების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2014 წლის 30 აპრილის №118 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
|
„მერქნული რესურსების მართვის ელექტრონული სისტემის წარმოების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2014 წლის 30 აპრილის №118 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„მერქნული რესურსების მართვის ელექტრონული სისტემის წარმოების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2014 წლის 30 აპრილის №118 ბრძანებაში (სსმ, ვებგვერდი, 02/05/2014, 360160000.22.023.016242) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქცია ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
|
ინსტრუქცია მერქნული რესურსების მართვის ელექტრონული სისტემის წარმოების შესახებ
|
მუხლი 1.
ინსტრუქციის რეგულირების სფერო |
ეს ინსტრუქცია ადგენს მერქნული რესურსების მართვის ელექტრონული სისტემის (შემდგომში – ელექტრონული სისტემა) წარმოების წესს. |
მუხლი 2.
ელექტრონული სისტემის ადმინისტრირება |
1.
ელექტრონული სისტემის ადმინისტრირებას (მართვას) ახორციელებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო (შემდგომში – სააგენტო). |
2.
საქართველოს ტყის კოდექსის მე-15 და მე-16 მუხლებით გათვალისწინებული საქართველოს ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე ორგანოებისთვის (შემდგომში – მართვის ორგანოები) ელექტრონული სისტემის წარმოებისა და განვითარების მომსახურებას სააგენტო ახორციელებს უსასყიდლოდ. |
3.
თავისი კომპეტენციის ფარგლებში ელექტრონული სისტემის წარმოებისა და განვითარების მომსახურებას ახორციელებს სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი), სააგენტოსთან შეთანხმებით. |
4.
ელექტრონული სისტემის განვითარებისათვის საჭირო ცვლილებებს ახორციელებს სააგენტო. |
5.
კომპეტენციის ფარგლებში ელექტრონულ სისტემაში მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (შემდგომში – სახერხი საამქრო) მოდულის სრულყოფისა და განვითარებისათვის საჭირო ცვლილებებს ახორციელებს დეპარტამენტი, სააგენტოსთან შეთანხმებით. |
მუხლი 3.
ელექტრონულ სისტემაში მონაცემთა შემტანი და ინფორმაციის წარმდგენი ადმინისტრაციული ორგანოები და სხვა პირები |
1.
ელექტრონულ სისტემაში შესაბამისი ინფორმაციის შეტანისთვის (მათ შორის – საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შესაბამისი დოკუმენტების ატვირთვისთვის) ვალდებულ ადმინისტრაციულ ორგანოებს წარმოადგენენ მართვის ორგანოები. |
2.
ელექტრონულ სისტემაში შესაბამისი ინფორმაციის შეტანისა და წარდგენის (მათ შორის – საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შესაბამისი დოკუმენტების ატვირთვის) ვალდებულება აქვთ ტყითსარგებლობის გენერალური ლიცენზიის, ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის ან ტყითსარგებლობის შესახებ შესაბამისი ხელშეკრულების მფლობელებს, ასევე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სხვა ხე-ტყით მოსარგებლეებს (შემდგომში – ხე-ტყით მოსარგებლე), სახერხი საამქროს მფლობელებს. |
3.
ხე-ტყის დამზადების ბილეთის გაცემის მიზნით სააგენტოს მიერ გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე განსაზღვრულ სხვა პირ(ებ)ს სააგენტო სერვისის საშუალებით აწვდის ინფორმაციას კალენდარული წლის განმავლობაში ფიზიკური პირის მიერ მერქნული რესურსით სარგებლობის, გასაცემი, გამოყენებული და დარჩენილი რესურსის ოდენობის შესახებ. |
4.
სახაზინო სამსახური აწვდის ინფორმაციას სააგენტოს მერქნული რესურსით მოსარგებლე პირის მიერ ბუნებრივი რესურსების მოსაკრებლის გადახდის შესახებ. |
5.
სააგენტო უფლებამოსილია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მერქნული რესურსით მოსარგებლე ფიზიკური პირის იდენტიფიცირების განხორციელების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოითხოვოს და გამოიყენოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში დაცული პერსონალური მონაცემები. |
6.
სახერხი საამქროს რეგისტრაციის, კანონმდებლობით დადგენილი მონაცემების ელექტრონულ სისტემაში ასახვისა და წარდგენის ვალდებულება გააჩნიათ სახერხი საამქროს მფლობელებს. კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში სახერხი საამქროს რეგისტრაციის უფლებამოსილება ასევე გააჩნია დეპარტამენტს.
|
მუხლი 4.
ელექტრონული სისტემის ზოგადი სტრუქტურა |
1.
ელექტრონულ სისტემაში შესვლა მართვის ორგანოებისა და დეპარტამენტის უფლებამოსილი მომხმარებლებისთვის ხორციელდება ვებპორტალის საშუალებით მისამართიდან http://ms.anr.ge. |
2.
ელექტრონული სისტემის საწყისი გვერდი მოიცავს შემდეგ ძირითად მოდულებს: |
ა)
ტყის რესურსები: |
ა.ა)
ტყეკაფის პასპორტი; |
ა.ბ)
ხე-ტყის დამზადების ბილეთი; |
ა.გ)
საძიებო სისტემა. |
ბ)
მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტები; |
გ)
სახერხი საამქრო; |
გ.ა)
სახერხი საამქროს რეგისტრაცია; |
გ.ბ)
სახერხი საამქროს მართვა; |
გ.გ)
მონიტორინგი; |
გ.დ)
საძიებო სისტემა; |
დ)
ელექტრონული შეტყობინებები; |
ე)
ანგარიშგება. |
3.
ელექტრონულ სისტემაში შესვლა ხე-ტყით მოსარგებლე და სახერხი საამქროს მფლობელი მომხმარებლებისათვის ხორციელდება ვებპორტალის საშუალებით მისამართიდან http://portal.anr.ge, რომლის საწყისი გვერდი მოიცავს შემდეგ ძირითად მოდულებს: |
ა)
ბუნებრივი რესურსები; |
ა.ა)
ტყის რესურსი; |
ა.ა.ა)
ტყეკაფი; |
ა.ა.ბ)
არამარკირებული ხე-ტყის გასხვისება; |
ა.ბ)
სახერხი საამქროს რეგისტრაცია; |
ა.გ)
ელექტრონული შეტყობინებები. |
4.
სახერხი საამქროს მფლობელის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით სახერხი საამქროს ელექტრონული მართვა ხორციელდება ვებპორტალის საშუალებით მისამართიდან http://emoe.gov.ge, რომლის საწყისი გვერდი მოიცავს შემდეგ ძირითად მოდულებს: |
ა)
სახერხი საამქრო; |
ა.ა)
სახერხი საამქროს მართვა; |
ა.ა.ა)
მორების მიღება; |
ა.ა.ბ)
გადამუშავება; |
ა.ა.გ)
მორების გატანა; |
ა.ბ)
ანგარიშგება. |
მუხლი 5.
ელექტრონული სისტემის წარმოების ზოგადი დებულებები |
1.
მართვის ორგანოების მიერ ელექტრონულ სისტემაში თავისი კომპეტენციის შესაბამისად ხორციელდება: |
ა)
ტყეკაფის რეგისტრაცია და მონიშვნის მასალების ასახვა; |
ბ)
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ტყეკაფის გამოყოფის, გახსნის, დახურვის, გაუქმების თაობაზე ინფორმაციის ასახვა; |
გ)
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გამოწერილი ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტებისა და/ან სპეციალური ფირნიშების თაობაზე ინფორმაციის ასახვა; |
დ)
გამოწერილი ხე-ტყის წარმოშობის მატერიალური სახის დოკუმენტების დასკანერებული / ელექტრონული ფორმით ატვირთვა; |
ე)
მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების მოდულში ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტებისა და სპეციალური ფირნიშების გაცემის/განაწილების/დაბრუნების თაობაზე შესაბამისი ინფორმაციის ასახვა; |
ვ)
ხე-ტყის დამზადების ბილეთების სიების ასახვა; |
ზ)
ხე-ტყით მოსარგებლე ფიზიკურ და იურიდიულ პირთა მონაცემების ასახვა. |
2.
ხე-ტყით მოსარგებლის მიერ ელექტრონულ სისტემაში, თავისი კომპეტენციის შესაბამისად, ხორციელდება: |
ა)
ტყეკაფის რეგისტრაცია და მონიშვნის მასალების ასახვა; |
ბ)
გამოწერილი ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტებისა ან/და სპეციალური ფირნიშების, ასევე არამარკირებული ხე-ტყის ნებისმიერი ფორმით მიწოდების თაობაზე ინფორმაციის ასახვა; |
გ)
გამოწერილი ხე-ტყის წარმოშობის მატერიალური სახის დოკუმენტების დასკანერებული / ელექტრონული ფორმით ატვირთვა. |
3.
ტყეკაფის მონიშვნის მასალების ასახვისას ხდება ტყეკაფის რეგისტრაცია და ტყეკაფს ენიჭება უნიკალური საიდენტიფიკაციო ნომერი. |
4.
სახერხი საამქროს მფლობელების მიერ ელექტრონულ სისტემაში, თავისი კომპეტენციის შესაბამისად და დადგენილი წესით, ხორციელდება: |
ა)
სახერხი საამქროს რეგისტრაცია და სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილების შეტანა; |
ბ)
მრგვალი ხე-ტყის (მორის) მიღებისა და გადამუშავების, გადაუმუშავებელი მორის გატანის შესახებ მონაცემების ასახვა და დეპარტამენტისათვის წარდგენა (გადაგზავნა). |
5.
დეპარტამენტის მიერ ელექტრონულ სისტემაში, თავისი კომპეტენციის შესაბამისად და კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხორციელდება: |
ა)
სახერხი საამქროს რეგისტრაცია, მასში ცვლილებების შეტანა; |
ბ)
სახერხი საამქროს მიერ წარმოდგენილი საკონტროლო ფირნიშების ჩამოწერა. |
6.
ელექტრონულ სისტემაში დარეგისტრირებულ ხე-ტყით მოსარგებლის ან სახერხი საამქროს მფლობელისათვის ვებპორტალზე გაგზავნილი ელექტრონული შეტყობინება (ტექსტური და/ან დოკუმენტური სახით) ჩაბარებულად ჩაითვლება ადრესატის მიერ გახსნისთანავე და მას გააჩნია იურიდიული ძალა. |
7.
ელექტრონულ სისტემაში ყველა პროცესი ხორციელდება ელექტრონული სისტემის მომხმარებლის სახელმძღვანელოს შესაბამისად. |
მუხლი 6.
ტექნიკური მოთხოვნები |
1.
ელექტრონული სისტემის სრულყოფილი ფუნქციონირებისათვის მართვის ორგანოსა და დეპარტამენტის შესაბამის თანამშრომელს, შესაბამის ხე-ტყით მოსარგებლეს და სახერხი საამქროს მფლობელს (შემდგომში - მომხმარებელი) უნდა გააჩნდეს შემდეგი მინიმალური პროგრამული უზრუნველყოფა: |
ა)
ოპერაციული სისტემა Windows XP – 7 (სასურველია 7); |
ბ)
ინტერნეტი – მინიმუმ 2 მბიტი/წამში; |
გ)
ვებბრაუზერი – მინიმუმ IE 8.0; |
დ)
MS Silverlight (ბრაუზერის პლაგინი); |
ე)
Net Framework 4.0 . |
2.
კომპიუტერი შემდეგი მინიმალური აპარატურული მოთხოვნებით: |
ა)
პროცესორის სიჩქარე – 3 GHZ; |
ბ)
ოპერატიული მეხსიერება – 2Gb; |
გ)
pdf, .xls, .doc, xlsx, .docx, JPEG გაფართოების ფაილების წამკითხველი საშუალება; |
დ)
ეკრანის რეზოლუცია 1280 X 1024; |
ე)
ქართული უნიკოდ-შრიფტი Georgian Unicode Keyboard Driver. |
3.
სახერხი საამქროს ელექტრონული მართვისა (ელექტრონული ჟურნალის წარმოების) და სრულყოფილი ფუნქციონირებისათვის უნდა გააჩნდეს შემდეგი მინიმალური პროგრამული უზრუნველყოფა: |
ა)
ოპერაციული სისტემა Windows 7-Windows 8; |
ბ)
ინტერნეტი - მინიმუმ 2 მბიტი/წამში; |
გ)
ვებბრაუზერი - მინიმუმ IE 9.0, Google Chrome; |
დ)
MS Silverlight (ბრაუზერის პლაგინი); |
ე)
Net Framework 4.5; |
ვ)
კომპიუტერი შემდეგი მინიმალური აპარატურული მოთხოვნებით: |
ვ.ა)
პროცესორის სიჩქარე – 3 GHZ; |
ვ.ბ)
ოპერატიული მეხსიერება – 2Gb; |
ვ.გ)
pdf, .xls, .doc, xlsx, .docx, JPEG გაფართოების ფაილების წამკითხველი საშუალება; |
ვ.დ)
ეკრანის რეზოლუცია 1650 X 1080; |
ვ.ე)
ქართული შრიფტი Georgian Unicode Keyboard. |
ზ)
პლანშეტური კომპიუტერი (ტაბლეტი) შემდეგი მინიმალური აპარატურული მოთხოვნებით: |
ზ.ა)
DISPLAY - 10.0 inches, 2560 x 1600; |
ზ.ბ)
CPU - Quad-core; |
ზ.გ)
Memory - 2Gb; |
ზ.დ)
WiFi, 3G, GPS; |
ზ.ე)
Android 4.4 Kit Kat. |
მუხლი 7.
ელექტრონული სისტემის მომხმარებლის უფლებები |
1.
ელექტრონულ სისტემაში მუშაობის მიზნით, მომხმარებელს შესაძლებელია მიენიჭოს შემდეგი სახის უფლებები: |
ა)
ელექტრონულ სისტემაში ასახული ინფორმაციის დათვალიერების უფლება; |
ბ)
შესაბამისი ინფორმაციის ელექტრონულ სისტემაში შეტანისა და/ან ატვირთვის უფლება; |
გ)
ელექტრონულ სისტემაში ასახული მონაცემების რედაქტირების უფლება. |
2.
მომხმარებელს შესაძლებელია მიენიჭოს ერთზე მეტი სახის უფლება. |
3.
ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული მომხმარებლის უფლებები ავტომატურად იზღუდება მართვის ორგანოებისა და დეპარტამენტის, ასევე სამინიტროსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს, სხვა დაინტერესებული უწყების უფლებამოსილი პირების (შემდგომში – სხვა პირების) კომპეტენციების და სამოქმედო ტერიტორიის შესაბამისად. ამასთან, ცალკეული მომხმარებლის ან მომხმარებელთა ჯგუფის უფლებები (გარდა, ხე-ტყით მოსარგებლის და სახერხი საამქროს მფლობელისა) შესაძლებელია შეიზღუდოს ან გაფართოვდეს ელექტრონული სისტემის ცალკეული მოდულების, ფორმების (ველების) მიხედვით იმავე ან სხვა დაწესებულების ფარგლებში, რაც აღნიშნული უნდა იყოს „მერქნული რესურსების მართვის ელექტრონულ სისტემასთან დაშვების ნებართვის“ ფორმის სპეციალური მოთხოვნის გრაფაში (დანართი 1,2,3,4). |
4.
მომხმარებლის უფლებებს კომპეტენციის ფარგლებში განსაზღვრავენ მართვის ორგანოები, დეპარტამენტი და სხვა პირები და შესაბამის მოთხოვნას წარუდგენენ სააგენტოს ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად. |
5.
ხე-ტყით მოსარგებლესა და სახერხი საამქროს მფლობელს ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაციის შემდგომ ავტომატურად ენიჭება ელექტრონულ სისტემაში შესაბამისი ინფორმაციის შეტანისა და დათვალიერების უფლება, ასევე კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში – მის მიერ შეტანილი ინფორმაციის რედაქტირების უფლება. |
6.
სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის შესაბამის თანამშრომლებს დადგენილი წესით, სააგენტოს უფროსის მიერ ენიჭებათ ელექტრონული სისტემის ადმინისტრირების, ასევე ამ ინსტრუქციის მე-9 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ელექტრონულ სისტემაში მონაცემების (მათ შორის, საცნობარო მონაცემების) რედაქტირების უფლება. |
მუხლი 8.
ელექტრონულ სისტემაში მომხმარებელთა რეგისტრაცია და დაშვება |
1.
მომხმარებლის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაციისა და სათანადო დაშვების უფლების მინიჭების, შეცვლის და გაუქმების მიზნით, შესაბამისი მართვის ორგანოები, დეპარტამენტი და სხვა პირები წარუდგენენ სააგენტოს წერილობით მიმართვას და თანდართულ „მერქნული რესურსების მართვის ელექტრონულ სისტემასთან დაშვების ნებართვის“ შევსებულ ფორმებს კომპეტენციების შესაბამისად: |
ა)
ელექტრონული სისტემის ადმინისტრირების უფლების მქონე ქვედანაყოფი – დანართი №1 შესაბამისად; |
ბ)
მართვის ორგანოები – დანართი №2 შესაბამისად; |
გ)
დეპარტამენტი – დანართი №3 შესაბამისად; |
დ)
სხვა პირები – დანართი №4 შესაბამისად. |
2.
ხე-ტყით მოსარგებლეები და სახერხი საამქროს მფლობელები ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირდებიან (ავტორიზაცია) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის პორტალზე შესვლისათვის გამოყენებული მომხმარებლის სახელითა და პაროლით. |
3.
ელექტრონულ სისტემაში მომხმარებელთა დაშვების მინიჭებას, გაუქმებას ან უფლებებში ცვლილებების შეტანას უზრუნველყოფს სააგენტოს ელექტრონული სისტემის ადმინისტრირების უფლების მქონე შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი. |
4.
სააგენტო უფლებამოსილია უარი განაცხადოს იმ მომხმარებლის რეგისტრაციასა ან/და სათანადო დაშვების უფლების მინიჭებაზე, რომელსაც არ აქვს წარმოდგენილი იდენტიფიცირებისათვის სავალდებულო რეკვიზიტები ან/და არასათანადოდაა შევსებული დაშვების ნებართვის ფორმა ან/და დაუსაბუთებელია (უსაფუძვლოა) სპეციალური მოთხოვნა. |
5.
ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მომხმარებლის რეგისტრაცია ხორციელდება ელექტრონული სისტემის ადმინისტრირების უფლების მქონე სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ მომხმარებლის სახელისა და პირველადი პაროლის მინიჭებით, რომელიც ეცნობება მომხმარებელს დაშვების ნებართვის ფორმაში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე. |
6.
სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფების მომხმარებელთა ელექტრონულ სისტემაში დაშვება ხორციელდება მათი სამსახურებრივი კომპეტენციების შესაბამისად, შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წერილობითი მიმართვის საფუძველზე. |
7.
სხვა დაინტერესებული უწყების მომხმარებელთა ელექტრონულ სისტემაში დაშვება ხორციელდება მათი სამსახურებრივი კომპეტენციების შესაბამისად უწყების ხელმძღვანელის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წერილობითი მიმართვის საფუძველზე. |
მუხლი 9.
ელექტრონულ სისტემაში ინფორმაციის რედაქტირება |
1.
ელექტრონულ სისტემაში არასწორი ინფორმაციის ასახვის მაქსიმალურად თავიდან აცილების მიზნით, მართვის შესაბამისი ორგანო, ან დეპარტამენტი ვალდებულია განახორციელოს მონიტორინგი ელექტრონულ სისტემაში მის კომპეტენციას დაქვემდებარებული ინფორმაციის სისწორეზე. |
2.
ტყეკაფის გამოყოფის შემდეგ, ელექტრონულ სისტემაში ასახული ტყეკაფის შესახებ არასწორი ან არასრული ინფორმაციის რედაქტირების უფლება, ელექტრონულ სისტემაში სათანადო დოკუმენტის ატვირთვის შემდგომ, ენიჭება შესაბამის მართვის ორგანოს, ხოლო ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიანტის შემთხვევაში - სააგენტოს, დეპარტამენტის თანხმობის შემდეგ. |
3.
მართვის ორგანოს მიერ ელექტრონულ სისტემაში მატერიალური სახის ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის არასწორი ატვირთვის შემთხვევაში, შესაბამისი სწორი ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ატვირთვას, ან ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ელექტრონულად არასრულყოფილად ან არასწორად შევსების შემთხვევაში, ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის სწორი მონაცემების ელექტრონულ სისტემაში ასახვას უზრუნველყოფს შესაბამისი უფლების მქონე თანამშრომელი, მართვის შესაბამისი ორგანოს ან მისი ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით. |
4.
ლიცენზიანტის მიერ ელექტრონულ სისტემაში მატერიალური სახის ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის არასწორი ატვირთვის შემთხვევაში, შესაბამისი სწორი ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ატვირთვას ან ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის არასრულყოფილად ან არასწორად ელექტრონულად შევსების შემთხვევაში ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის სწორი მონაცემების ელექტრონულ სისტემაში ასახვას უზრუნველყოფს დეპარტამენტის შესაბამისი უფლების მქონე თანამშრომელი დეპარტამენტის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით. |
5.
ხე-ტყის დამზადების ბილეთის ან ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის მონაცემების არასრულყოფილად ან არასწორად ელექტრონულად ასახვის, ასევე ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის არასწორად ატვირთვის შემთხვევაში, ელექტრონულ სისტემაში რედაქტირება ხორციელდება შესაბამისი „შეცდომის გასწორების უწყისის“ მეშვეობით (დანართი №5, №6). შესაბამისი „შეცდომის გასწორების უწყისის“ შევსებისა და მისი მეშვეობით რედაქტირების განხორციელების საფუძველია გადაწყვეტილების მიმღების თანხმობა შესაბამის მოხსენებით ბარათზე, რომლის რეკვიზიტები ასევე აისახება უწყისში. |
6.
სახერხი საამქროს ელექტრონულ ჟურნალში მონაცემების რედაქტირება ხორციელდება დეპარტამენტის ან მისი ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ შესაბამისი მოხსენებითი ბარათის ელექტრონულ სისტემაში ატვირთვის შემდგომ. |
7.
ელექტრონულ სისტემაში მექანიკური შეცდომის (თუ აშკარაა, რომ სხვა რამ არ შეიძლებოდა ყოფილიყო ნაგულისხმევი) გამოვლენის შემთხვევაში, უფლებამოსილი თანამშრომელი უზრუნველყოფს მათ რედაქტირებას, შესაბამისი მართვის ორგანოს ან დეპარტამენტის ან მათი ტერიტორიული ორგანოს (კომპეტენციის მიხედვით) ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით. |
8.
ელექტრონულ სისტემაში წარმოშობილი ხარვეზის შემთხვევაში, რომლის ასახვა ელექტრონულ სისტემაში შეუძლებელია განხორციელებულიყო მომხმარებლის მიერ, მომხმარებელი ხარვეზის თაობაზე მიმართავს სააგენტოს ან დეპარტამენტის უფლებამოსილ პირს, რომელიც უზრუნველყოფს ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით შესაბამისი ქმედებ(ებ)ის განხორციელებას. |
9.
ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილი პირი განისაზღვრება შესაბამისად სააგენტოს ან დეპარტამენტის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. |
10.
ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში მონაცემების რედაქტირება შესაძლებელია განხორციელდეს კანონდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომების გატარებამდე.
|
მუხლი 10.
პასუხისმგებლობა ელექტრონული სისტემის წარმოებაზე |
1.
მართვის შესაბამისი ორგანოს და დეპარტამენტის უფლებამოსილი მომხმარებელი ვალდებულია ელექტრონულ სისტემაში სწორად და სრულყოფილად ასახოს შესაბამის დოკუმენტებში არსებული ინფორმაცია და პასუხს აგებს ელექტრონულ სისტემაში ამ მონაცემების შეტანის სისწორეზე, დროულობასა და სრულყოფილებაზე. |
2.
ხე-ტყით მოსარგებლე და სახერხი საამქროს მფლობელი პასუხისმგებელია ელექტრონულ სისტემაში მისი მომხმარებლის მიერ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მონაცემების შეტანის სისწორეზე, დროულობასა და სრულყოფილებაზე. |
3.
მომხმარებლად დარეგისტრირებული პირი ვალდებულია, არ დაუშვას მომხმარებლის სახელის და პაროლის გადაცემა სხვა პირზე. |
მუხლი 11.
ელექტრონულ სისტემაში ასახული ინფორმაციის დაცულობა |
1.
ამ ინსტრუქციით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ ორგანოსა და მის თანამშრომელს უფლება არა აქვს, არასამსახურებრივი მიზნით გამოიყენოს ელექტრონულ სისტემაში ასახული ინფორმაცია. |
2.
ელექტრონულ სისტემაში ასახული საჯარო ინფორმაცია ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. |
მუხლი 12.
ფორსმაჟორი |
ფორსმაჟორული გარემოებების დადგომისას საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ელექტრონული სისტემის გამოყენების შეზღუდვისა და შესაბამისი მატერიალური დოკუმენტების გაცემა-გამოყენების შესახებ.
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები