„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 19 დეკემბრის №963 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 19 დეკემბრის №963 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 112
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი 10/05/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/05/2016
სარეგისტრაციო კოდი 010210040.08.002.017001
112
10/05/2016
ვებგვერდი, 10/05/2016
010210040.08.002.017001
„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 19 დეკემბრის №963 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი
 

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №112

 

2016 წლის 10 მაისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 19 დეკემბრის №963 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 19 დეკემბრის №963 ბრძანებულებაში (www.matsne.gov.ge, 19/12/2013, 010210040.08.002.016900) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს პრეზიდენტის სამდივნოს უფროსს, საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლებს, საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერს, საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწეს, ადმინისტრაციის უფროსის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.“.

2. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს პრეზიდენტის სამდივნოს შემადგენლობაში თანამდებობრივად შედიან: საქართველოს პრეზიდენტის სამდივნოს უფროსი, საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი - პოლიტიკური მდივანი, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი - საგარეო ურთიერთობათა მდივანი, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების საკითხებში, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ეთნიკური უმცირესობების საკითხებში, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ვეტერანთა საკითხებში, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ხელოვნებისა და კულტურის საკითხებში, საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერი.“.

მუხლი 2
ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი