დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 სექტემბრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 16 |
| დოკუმენტის მიმღები | თერჯოლის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 10/05/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/05/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 08/01/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.126.016193 |
|
,,თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 სექტემბრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: |
| მუხლი 1 |
,,თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 სექტემბრის №22 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 17/09/2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.126.016107) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 11. გამგეობის სტრუქტურული ერთეულების ძირითადი ფუნქციები 1. ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების მუშაობის კოორდინაციისათვის ხელშეწყობა, გამგეობის საქმისწარმოების, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის, სამართლებრივი, საკადრო საკითხთა და გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის უზრუნველყოფა; ადგილობრივი მნიშვნელობის არქივის წარმოება, დასახლების საერთო კრებებთან დაკავშირებით კანონითა და საკრებულოს შესაბამისი დადგენილებით მინიჭებული უფლებამოსილებების განხორციელება, მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.’’
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები