დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 სექტემბრის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 15 |
| დოკუმენტის მიმღები | თერჯოლის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 10/05/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/05/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 02/02/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.126.016192 |
|
,,თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ’’ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 სექტემბრის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: |
| მუხლი 1 |
,,თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ’’ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 სექტემბრის №23 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 17/09/2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.126.016108) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
1.
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ბ) თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების და სხვა დოკუმენტების გამოქვეყნებას; გ) მიღებული კორესპონდენციის რეგისტრაციასა და მათ განაწილებას დანიშნულებისამებრ; დ) საკრებულოსა და გამგებლის დავალებების რეგისტრაციას, მათი შესრულების კონტროლს; ე) სამსახურის სამუშაოთა გეგმების მომზადებას; გამგეობის სამსახურების სამუშაოთა გეგმების საფუძველზე გამგეობის სამუშაო გეგმის პროექტის მომზადებას; ვ) ადმინისტრაციული წარმოების დადგენილი წესებისა და პროცედურების დაცვას; ზ) საქმისწარმოებაში დაშვებული დოკუმენტების სათანადოდ გაფორმებას და დოკუმენტბრუნვას; თ) საქმეთა ნომენკლატურის შედგენას და არქივირებას; ი) გამართულ კომუნიკაციას მუნიციპალიტეტის ორგანოებსა და სტრუქტურულ ერთეულებს შორის, ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირთა კომუნიკაციას მოქალაქეებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან; კ) მოქალაქეთა საინფორმაციო მომსახურეობას ,,ერთი ფანჯრის“ პრინციპის დაცვით; ლ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას; მ) სხვა მუნიციპალიტეტის თვითმმართველ ერთეულებთან, ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ორგანიზებას; ნ) მუნიციპალიტეტის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებას; ო) ოფიციალური დელეგაციების მიღებას, საგარეო ვიზიტების დაგეგმვასა და ორგანიზებას; პ) გამგებლის, გამგეობის სამსახურებისა და თანამდებობის პირების იურიდიულ კონსულტირებას, სამართლებრივი დასკვნების მომზადებას; ჟ) დასახლების საერთო კრებებთან დაკავშირებით კანონითა და საკრებულოს შესაბამისი დადგენილებით მინიჭებული უფლებამოსილებების განხორციელებას; რ) მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.’’ |
2.
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. გამგებლის წარმომადგენლების კოორდინაციის განყოფილება 1. გამგებლის წარმომადგენლების კოორდინაციის განყოფილება უზრუნველყოფს: ა) ინფორმაციის მიწოდებას გამგებლისათვის შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულების მიმდინარეობის შესახებ; ბ) წარმომადგენელს წარუდგენს წინადადებებს გამგებელთან წარსადგენად შესაბამის ტერიტორიაზე არსებული პრობლემებისა და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ; გ) საჭიროების შემთხვევაში გამგებლის წარმომადგენელთა თათბირების ორგანიზებას; დ) გამგებლის წარმომადგენელთათვის მეთოდურ დახმარებას; ე) დასახლების საერთო კრებებთან დაკავშირებით კანონითა და საკრებულოს შესაბამისი დადგენილებით მინიჭებული უფლებამოსილებების განხორციელებას; ვ) მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას. 2. გამგებლის წარმომადგენლების კოორდინაციის განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში გამგებლის დავალებით მის უფლება-მოვალეობას ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები