„ქალაქ გორი სმუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების დადგენის შესახებ“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 3 ივლისის №51 დადგებილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ქალაქ გორი სმუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების დადგენის შესახებ“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 3 ივლისის №51 დადგებილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 17
დოკუმენტის მიმღები ქალაქ გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 06/05/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/05/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 21/05/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.174.016153
17
06/05/2016
ვებგვერდი, 13/05/2016
010250020.35.174.016153
„ქალაქ გორი სმუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების დადგენის შესახებ“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 3 ივლისის №51 დადგებილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №17

2016 წლის 6 მაისი

ქ. გორი

 

„ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების დადგენის შესახებ“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 3 ივლისის №51 დადგებილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების დადგენის შესახებ “ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 3 ივლისის  №51 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, ვებგვერდი 09/07/2015 ს/კ 010250020.35.174.016093) შევიდეს შემდეგი ცვლილება:

ა) დადგენილებით დამტკიცებული №2 დანართის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7.ქალაქი გორი, ხერხეულიძის ქუჩის მიმდებარედ 36,00 კვ.მ ს/კ 66.45.18.245, აუდიტორული დასკვნის საფუძველზე, საწყისი საპრივატიზებო ფასი განისაზღვროს 4 300 (ოთხი ათას სამასი) ლარით; საიჯარო  ქირა თვეში 200 (ორასი) ლარით.“

ბ) დადგენილებით დამტკიცებულ №2 დანართს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პენქტი:

„8. ქალაქი გორი, სატალინის ქუჩის მიმდებარედ 38,00 კვ.მ ს/კ 66.45.21.206 აუდიტორული დასკვნის საფუძველზე საწყისი საპრივატიზებო ფასი განისზღვროს 4 500 (ოთხი ათას ხუთასი) ლარით, საიჯარო ქირა თვეში-200 (ორასი) ლარით.“ .

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეზურაბ როსებაშვილი