ავღანეთში ნატოს ახალ მისიაში - „მტკიცე მხარდაჭერის მისია“ (Resolute Support Mission – RSM) მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის ვაქცინაციის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 689
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 22/04/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/05/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.021288
  • Word
689
22/04/2016
ვებგვერდი, 13/05/2016
000000000.00.003.021288
ავღანეთში ნატოს ახალ მისიაში - „მტკიცე მხარდაჭერის მისია“ (Resolute Support Mission – RSM) მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის ვაქცინაციის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 689

2016 წლის 22 აპრილი

ქ. თბილისი

ავღანეთში ნატოს ახალ მისიაში - „მტკიცე მხარდაჭერის მისია“ (Resolute Support Mission – RSM) მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის ვაქცინაციის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ავღანეთში ნატოს ახალ მისიაში - „მტკიცე მხარდაჭერის მისია“ (Resolute Support Mission – RSM) საქართველოს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის მონაწილეობის უზრუნველსაყოფად:

1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა თავის ბალანსზე რიცხული, სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში შესყიდული ქვემოთ მოყვანილი ფარმაცევტული პროდუქტი და სახარჯი მასალა (ამ პროგრამების/პროექტების მიზნობრივი ჯგუფის მიუხედავად) მოხმარების მიზნით გადასცეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს:

ა) ტეტანუსი-დიფთერიის (მოზრდილთათვის) საწინააღმდეგო ვაქცინა - 700 (შვიდასი) დოზა;

ბ) პოლიომიელიტის საწინააღმდეგო ბივალენტური ორალური ვაქცინა - 800 (რვაასი) დოზა;

გ) წითელა - წითურა - ყბაყურას საწინააღმდეგო ვაქცინა (ჯერი ლინის შტამზე დამზადებული) - 700 (შვიდასი) დოზა;

დ) შპრიცი 0,5 მლ - 1400 (ათას ოთხასი) ცალი;

ე) შპრიცი 2,0 მლ - 350 (სამას ორმოცდაათი) ცალი;

ვ) შპრიცების გასანადგურებელი უსაფრთხო ყუთი - 30 (ოცდაათი) ცალი.

2. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა უზრუნველყონ, ამ განკარგულების პირველი პუნქტის შესრულების მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების გატარება.

პრემიერ-მინისტრი                                                     გ. კვირიკაშვილი