დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და სს „საპარტნიორო ფონდის“ მიერ გასატარებელ რიგ ღონისძიებათა შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 679 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 22/04/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/05/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.021278 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 679
2016 წლის 22 აპრილი
ქ. თბილისი
სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და სს „საპარტნიორო ფონდის“ მიერ გასატარებელ რიგ ღონისძიებათა შესახებ
1. „სს „საპარტნიორო ფონდის“ წესდების დამტკიცებისა და კაპიტალის ფორმირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 2 ივნისის №230 დადგენილებით დამტკიცებული წესდების პირველი მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სს „საპარტნიორო ფონდმა“, სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართვის საფუძველზე, საკუთარი სახსრებიდან, უზრუნველყოს ანაკლიაში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის, განვითარებისა და ოპერირების თაობაზე პროექტის მიზნებისათვის ანაკლიაში მდებარე უძრავი ქონების გამოსყიდვისათვის საჭირო თანხების გადახდა ამავე სააგენტოს მიერ მითითებულ ანგარიშებზე, სს „საპარტნიორო ფონდის“ სამეთვალყურეო საბჭოს მიერ ამ მიზნებისთვის დამტკიცებული ბიუჯეტით გათვალისწინებული ზღვრული ოდენობის ფარგლებში.
2. სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ უზრუნველყოს ამ განკარგულების პირველი პუნქტის შესაბამისად გამოსყიდული უძრავი ქონების სს „საპარტნიორო ფონდისათვის“ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საკუთრებაში გადაცემა, კაპიტალში შეტანის გზით.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები