დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,განსაკუთრებული ნიჭის მქონე ახალგაზრდებისა და ბავშვთა ფინანსური ხელშეწყობის პროგრამით დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ“ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 05 თებერვლის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 38 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 10/05/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/05/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.170.016198 |
|
,,განსაკუთრებული ნიჭის მქონე ახალგაზრდებისა და ბავშვთა ფინანსური ხელშეწყობის პროგრამით დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ“ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 5 თებერვლის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
,,განსაკუთრებული ნიჭის მქონე ახალგაზრდებისა და ბავშვთა ფინანსური ხელშეწყობის პროგრამით დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ“ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 5 თებერვლის №15 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 11/02/2016, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.170.016175) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების:
ა) პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის და 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების შესაბამისად, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:“; ბ) დანართის პეამბულა ამოღებულ იქნეს; გ) დანართის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რეადაქციით: „მუხლი 1 ა) ეს წესი განსაზღვრავს განსაკუთრებული ნიჭის მქონე ახალგაზრდებისა და ბავშვთა ფინანსური ხელშეწყობის პირობებსა და წესებს; ბ) ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური ხელშეწყობის პროგრამა გამიზნულია იმ ახალგაზრდებისა და ბავშვებისთვის, რომლებიც განსაკუთრებულ ნიჭს ავლენენ ხელოვნების, მეცნიერების, სპორტის, მედიცინის, გამომგონებლობისა და სხვა სფეროში.“; დ) დანართის მე-13 მუხლის მე-8 პუნქტის ჩამოყალიბდეს შემდეგი რეადაქციით: „8. შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მერიის სტიპენდიის ან გრანტის მინიჭების თაობაზე ქალაქ ზუგდიდის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა და ძეგლთა დაცვის სამსახური ამზადებს მერის ბრძანების პროექტს და წარუდგენს ქალაქის მუნიციპალიტეტის მერს.“; ე) დანართის თავი V ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები