დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
,,დუშეთის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 8 იანვრის N1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 14 |
დოკუმენტის მიმღები | დუშეთის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 06/05/2016 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/05/2016 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 09/01/2017 |
სარეგისტრაციო კოდი | 280070120.35.152.016259 |
|
,,დუშეთის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 8 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, ამავე კანონის მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, 24-ე მუხლის მეორე პუნქტის, ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
მუხლი 1 |
,,დუშეთის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 8 იანვრის №1 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 12/01/2016, სარეგისტრაციო კოდი: 280070120.35.152.016247) შეტანილ იქნეს ცვლილება, კერძოდ:
1. დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 8 იანვრის №1 დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) ოჯახებს, პირველი და მეორე ბავშვის შეძენისას (შეძენიდან ორი თვის ვადაში) – 200 ლარი;“ 2.დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-20 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ამ მუხლის შესაბამისად, დახმარება გაეწევათ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხანძრით, სტიქიური მოვლენებით (მიწისძვრა, მეწყერი, წყალდიდობა, დიდთოვლობა და ა.შ), ასევე სხვა მძიმე გარემოებათა გამო დაზარალებულ ოჯახებს ერთჯერადად 1000 (ერთი ათასი) ლარამდე.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები