ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთათვის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ნომერი 9
დოკუმენტის მიმღები ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 06/05/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/05/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 06/05/2016
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.175.016122
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
9
06/05/2016
ვებგვერდი, 13/05/2016
010250000.35.175.016122
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთათვის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (13/05/2016 - 20/05/2016)

ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №9

2016 წლის 6 მაისი

ქ. მცხეთა

ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთათვის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ

     საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 41-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 156-ე მუხლის მე-5 პუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის  შესაბამისად, ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
1. დამტკიცდეს ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთათვის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი თანდართული ფორმით (დანართი №1).

2. დამტკიცდეს ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთათვის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ამსახველი მონაცემების ფორმა (დანართი №2).

მუხლი 2
 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქალაქ  მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 სექტემბრის  №40  დადგენილება  (matsne.gov.ge;  25/09/2015;  010250000.35.175.016092).
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეილია ჯიშკარიანი