დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 8 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 06/05/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/05/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 11/01/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.175.016121 |
|
„ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მეოთხე პუნქტის საფუძველზე, ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 იანვრის №3 დადგენილებაში, (www.matsne.gov.ge, 20/01/2015, 010250050.35.175.016055 ), კერძოდ:
1.1. ამ დადგენილებით დამტკიცებული ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი: „ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე (მოადგილეები)“ ამოღებულ იქნეს. 1.2. ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების მე-6 მუხლის მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემეგი რედაქციით: „მერიის თანამდებობის პირთა რაოდენობა, მერის ჩათვლით შეადგენს 12 ერთეულს“. 1.3. ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერი 1. ვიცე-მერს, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი. 2. ვიცე-მერი უფლებამოსილებათა დელეგირების თოაბაზე მერის ბრძანების შესაბამისად, ორგანიზებას უწევს სტრუქტურული ერთეულების, არასამეწარმეო (არაკომერციული) და სამეწარმეო იურიდიული პირების საქმიანობას, ისმენენ მათ მიერ განხორციელებული საქმიანობის ანგარიშს, დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში აძლევს შესასრულებლად სავალდებულო დავალებებს და მითითებებს. 3. დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში უფლება აქვს განიხილოს შემოსული კორესპონდენცია,შესაბამისი რეზოლუციებით დაავალოს სამსახურებს საკითხის განხილვა, მოისმინოს მისი ზედამხედველობის ქვეშ არსებული სტრუქტურული ერთეულებისა და იურიდიული პირების საქმიანობის ანგარიში, წინადადებით მიმართოს მერს. 4. ვიცე-მერი მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში აკონტროლებს მერის დავალებების და ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესრულებას. 5. ვიცე-მერი ანგარიშვალდებულია ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის წინაშე. მისი უფლებამოსილების შეჩერების და შეწყვეტის საკითხები განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, ხოლო თანამდებობრივი შეუთავსებლობის საკითხები რეგულირდება „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობის და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.“.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები