საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის ლოგოს დამტკიცების შესახებ

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის ლოგოს დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 251
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 17/05/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/05/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 13/02/2023
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.016538
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
251
17/05/2016
ვებგვერდი, 18/05/2016
140130000.22.034.016538
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის ლოგოს დამტკიცების შესახებ
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (18/05/2016 - 13/02/2023)

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №251

2016 წლის 17 მაისი

ქ. თბილისი

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის ლოგოს დამტკიცების შესახებ

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის მე-4 პუნქტის, მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“  ქვეპუნქტებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ვბრძანებ:  

მუხლი 1
დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის ლოგოს თანდართული ნიმუში.

 

მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს  „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს ლოგოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 20 მაისის №362 ბრძანება.

 

მუხლი 3
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 


საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრიგიორგი მღებრიშვილი



სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის ლოგო

 

მრგვალი ფარის შუაში, ოქროსფერი კანტით შემოვლებულ ლურჯ ასევე მრგვალ ველზე გამოსახულია უკანა ფეხებზე დამდგარი ოქროს ლომი. ველის ზედა და ქვედა მხრიდან გადმოფენილია ვერცხლისფერი სადევიზე ბაფთები, რომლებზეც შავი ფერის დიდი ქართული ასოებით აწერია „საქართველოს პოლიცია“. ვერცხლისფერი ველის გარშემო ოქროსფერკანტიან ლურჯ ფონზე გამოსახულია ოქროსფერი დაფნის ფოთლების გვირგვინი და მთელი წრის გარშემო ოქროსფერი დიდი ქართული ასოებით აწერია „შსს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტი“. ლურჯი ფონის ქვედა მხარეს მოთავსებულია შვიდქიმიანი ოქროსფერი ვარსკვლავი.