დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის სამგზავრო საავტომობილო მიმოსვლის განვითარების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | - |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 18/02/1997 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გაურკვეველი, 0, 30/01/2004 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 11/12/1997 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470270000.02.002.000465 |
შეთანხმება
საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის სამგზავრო
საავტომობილო მიმოსვლის განვითარების შესახებ
საქართველოს მთავრობა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობა, შემდგომში მხარეებად წოდებულნი,
ეყრდნობიან რა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მიღწეულ დონეს,
აცნობიერებენ რა სამგზავრო საავტომობილო ტრანსპორტის მნიშვნელობას ორი ქვეყნის მოქალაქეთა შორის ტრადიციული მეგობრული კავშირების განმტკიცებისათვის,
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1
მხარეები უპირატესი ხელშეწყობის პრინციპის საფუძველზე ითანამშრომლებენ სამგზავრო საავტომობილო ტრანსპორტის განვითარებაში.
მუხლი 2
მხარეები ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინებით ხელს შეუწყობენ საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებს შორის ახალი სამგზავრო მარშრუტების გახსნას.
მუხლი 3
მხარეები საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მსუბუქ ავტომობილებსა და სამგზავრო ავტობუსებს ათავისუფლებენ ყველა საგზაო მოსაკრებლის გადახდისაგან ორ ქვეყანას შორის სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას.
მუხლი 4
მხარეები ისწრაფვიან ორ ქვეყანას შორის სამგზავრო სატრანსპორტო მიმოსვლისათვის მაქსიმალურად ხელსაყრელი პირობების შექმნისაკენ და ამ მიზნებისათვის იხელმძღვანელებენ ამ შეთანხმების დებულებებით.
მუხლი 5
ეს შეთანხმება ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების შესრულების შესახებ უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების თარიღიდან და იმოქმედებს ექვსი თვის გასვლამდე იმ დღიდან, როცა ერთ-ერთი მხარე წერილობითი ფორმით აცნობებს მეორე მხარეს თავისი განზრახვის შესახებ შეწყვიტოს მისი მოქმედება.
შესრულებულია ქ. ბაქოში, 1997 წლის 18 თებერვალს, ორ ნამდვილ პირად, ქართულ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე, ამასთან ყველა ტექსტს თანაბარი ძალა აქვს.
ამ შეთანხმების განმარტების მიზნებისათვის გამოიყენება ტექსტი რუსულ ენაზე.
საქართველოს აზერბაიჯანის რესპუბლიკის
მთავრობის სახელით მთავრობის სახელით
(ხელმოწერილია) (ხელმოწერილია)
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები