,,ქურთის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 4 იანვრის N1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ქურთის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 4 იანვრის N1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5
დოკუმენტის მიმღები ქურთას მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 05/05/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/05/2016
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.146.016114
5
05/05/2016
ვებგვერდი, 11/05/2016
190040000.35.146.016114
,,ქურთის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 4 იანვრის N1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქურთას მუნიციპალიტეტი
 

ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №5

2016 წლის 5 მაისი

ქ. თბილისი

 

,,ქურთის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 4 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 20-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,ქურთის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 4 იანვრის №1 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 08/01/2016, 190040000.35.146.016110) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის მე–3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარების ფარგლებში სხვადასხვა მიზეზით დარჩენილი სურსათი ქურთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით განაწილდეს მრავალშვილიან, მარჩენალდაკარგულ და უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახებზე.“;

ბ) დადგენილებით დამტკიცებულ წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-51 მუხლი:

„მუხლი 51. ბერბუკის დასახლებაში მცხოვრებ დევნილთა ოჯახებისათვის სამშენებლო მასალებით დახმარება

1. ბერბუკის დევნილთა დასახლებაში მცხოვრებ ქურთის მუნიციპალიტეტიდან დევნილ 64 ოჯახს გაეწიოს სამშენებლო მასალებით დახმარება.

2. სამშენებლო მასალები გადაეცემათ გარე საპირფარეშოების მოსაწყობად. თითოეული საპირფარეშოს მოსაწყობად თითოეულ იჯახზე გაიცეს შემდეგი მასალები:

ა) ცემენტი – 0,7 ტონა;

ბ) სამშენებლო ბლოკი – 125 ცალი;

გ) გოფრირებული თუნუქის ფურცელი –  3,128მ2 ;

დ) რკინის არმატურა – დ14მმ – 24გრძ/მ;

ე) საბეტონი ინერტული მასალა – 2მ3 ;

ვ)სამშენებლო ქვიშა (ყვითელი) –  1მ2 .

3. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება გაიცემა ქურთის და ქემერტის ტერიტორიული ორგანოების  მიერ წარმოდგენილი სიის მიხედვით.“.

მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარედავით თუთარაშვილი