შპს „ქაქუთის ჩაის ფაბრიკა სპარტაკი“- ს კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

  • Word
შპს „ქაქუთის ჩაის ფაბრიკა სპარტაკი“- ს კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/2221
დოკუმენტის მიმღები ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 28/04/2016
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/05/2016
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
2/2221
28/04/2016
ვებგვერდი, 10/05/2016
შპს „ქაქუთის ჩაის ფაბრიკა სპარტაკი“- ს კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
ქუთაისის საქალაქო სასამართლო

საქმე №2/2221

საოქმო განჩინება

(ამონარიდი სხდომის ოქმიდან)

2016 წლის 28 აპრილი

ქ. ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

კრების თავმჯდომარე: გენადი მაკარიძე (გაკოტრების მოსამართლე)

კრების მდივანი: ნოდარ გიორგიძე

1. გაკოტრების მმართველი – სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელი – იაგო ქეშელაშვილი.

2. მოვალე – შპს ,,ქაქუთის ჩაის ფაბრიკა სპარტაკის” დირექტორი ლევან რომანაძე;

3. კრედიტორები: სსიპ – შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელი მადონა გეწაძე.

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7, მე-8, მე-17, 27-ე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და

დაადგინა :

1. შპს ,,ქაქუთის ჩაის ფაბრიკა სპარტაკის” კრედიტორთა კრება გადაიდოს და მოწვეულ იქნეს 2016 წლის 16 მაისს, 13:30 საათზე, შემდეგი დღის წესრიგით:

ა) კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმება და რეესტრის დამტკიცება;

2.    კრედიტორთა კრება შედგება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (ქალაქი ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11, მესამე სართული, სხდომის დარბაზი №3).

3.    განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში, სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე www.geocourts.ge.

4.    განჩინებაზე შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება მისი გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის., ქ. ქუთაისი კუპრაძის №11). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.

კრების თავმჯდომარე გენადი მაკარიძე

კრების მდივანი ნოდარ გიორგიძე

მ.თანაშემწე  ი.ლოსაბერიძე