„სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების და დამატების შეტანის თაობაზე

  • Word
„სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების და დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 451
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 16/09/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 28, 07/10/2004
ძალის დაკარგვის თარიღი 02/08/2005
სარეგისტრაციო კოდი 240.090.000.05.001.001.569
  • Word
451
16/09/2004
სსმ, 28, 07/10/2004
240.090.000.05.001.001.569
„სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №15, 3.06.2002, მუხ. 61) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. მე-6 მუხლის:

ა) „ტ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ტ) ბუნებრივი რესურსებით სარგებლობა (გარდა „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ და „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო;“;

ბ) „ღ“ და „ყ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ღ) ჰიდრომეტეოროლოგიური საქმიანობა – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო;

 ყ) გეოლოგიური საქმიანობა – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო;“.

2. მე-19 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) ქვეყნის ტერიტორიაზე ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური, კარტოგრაფიული და აეროგადაღებითი საქმიანობის (გარდა თემატური ხასიათის სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოებისა) ნებართვა ­– საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო;

 ნ) ტყითსარგებლობის ნებართვა – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო;“;

ბ) „ო.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო.გ) ხე-ტყის ექსპორტისა და იმპორტის ნებართვა – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო;“.

3. 39-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა გამოსცეს ბრძანება:

ა) „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან არსებული საუწყებათაშორისო საექსპერტო-სალიცენზიო საბჭოს რეგლამენტის შესახებ“;

ბ) „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან არსებული საუწყებათაშორისო საექსპერტო-სალიცენზიო საბჭოს შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი  მ. სააკაშვილი

თბილისი,

2004 წლის 16 სექტემბერი.

№451IIს