დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
რეკრეაციული თევზჭერის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 13 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი |
მიღების თარიღი | 05/05/2016 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/05/2016 |
სარეგისტრაციო კოდი | 410040000.22.023.016379 |
13
05/05/2016
ვებგვერდი, 10/05/2016
410040000.22.023.016379
რეკრეაციული თევზჭერის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტისა და „თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №423 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-13 მუხლის 11 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
1.
დამტკიცდეს თანდართული რეკრეაციული თევზჭერის ინსტრუქცია. |
2.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2016 წლის 27 აპრილიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. |
|
რეკრეაციული თევზჭერის ინსტრუქცია
|
მუხლი 1 |
1.
რეკრეაციული თევზჭერა წარმოადგენს სპორტული თევზჭერის ერთ-ერთ სახეს (მათ შორის საქართველოს ,,წითელ ნუსხაში“ შეტანილ კალმახზე), თევზჭერის ობიექტის გარემოდან ამოღების გარეშე. |
2.
რეკრეაციული თევზჭერა ხორციელდება „თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №423 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის, ამ ინსტრუქციისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. |
მუხლი 2 |
ეს ინსტრუქცია ადგენს რეკრეაციული თევზჭერის მოთხოვნებს. რეკრეაციული თევზჭერისას, „თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №423 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან ერთად, ასევე, დაცული უნდა იქნეს შემდეგი მოთხოვნები: |
ა)
თევზჭერისას გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ სპორტული (უენო), უჟანგავი მასალისაგან დამზადებული ნემსკავი; |
ბ)
თევზჭერისას გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ ხელოვნური სატყუარა; |
გ)
ნემსაკვების რაოდენობა უნდა შეადგენდეს მაქსიმუმ 2 ცალს და მხოლოდ ერთეული ნემსკავით, თევზჭერის განმახორციელებელ ერთ პირზე; |
დ)
ნემსკავი თევზიდან გამოძრობილი უნდა იქნეს სპეციალური, ნემსკავის გამოსაძრობი ხელსაწყოთი - პინცეტით; |
ე)
დაჭერილი თევზის ნაპირზე ამოყვანის თავიდან ასაცილებლად, იგი წყლიდან ამოყვანილი უნდა იქნას სპეციალური ბადის (ჩოგანბადე) საშუალებით; |
ვ)
პირი თევზჭერისას უნდა იმყოფებოდეს წყალში; |
ზ)
თევზთან შეხება უნდა მოხდეს სველი ხელით. თუ თევზი დიდი ზომისაა, წყალში დაბრუნებისას/გაშვებისას, თევზჭერის განმახორციელებელმა მას უნდა მოკიდოს ორივე ხელი: ერთი ხელი ტანზე და მეორე ხელი კუდისკენ. თუ თევზჭერა ხორციელდება მდინარეში, თევზის თავი მიმართული უნდა იყოს დინების საწინააღმდეგოდ. წყალში დაბრუნებისას თავისუფლდება ჯერ წყალში ჩაშვებული თევზის კუდის მხარე და შემდეგ, საბოლოოდ ხდება მისი გაშვება. პატარა ზომის თევზის შემთხვევაში, ზემოაღნიშნული პროცედურა შესაძლებელია განხორციელდეს ერთი ხელით; |
თ)
თუ პირს, რომელიც ახორციელებს რეკრეაციულ თევზჭერას, სურს დაჭერილი თევზის ფოტოგრაფირება, მან ეს უნდა გააკეთოს დაუყოვნებლივ, თევზის ნაპირზე ამოყვანის გარეშე, რათა უზრუნველყოფილ იქნეს თევზის საბინადრო გარემოში ცოცხლად და დაუზიანებლად გაშვება; |
ი)
დაჭერილი თევზი დაუყოვნებლივ უნდა იქნეს დაბრუნებული საარსებო გარემოში, ამ ინსტრუქციისა და „თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №423 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისად. |
მუხლი 3 |
ამ ინსტრუქციით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით. |
დოკუმენტის კომენტარები