დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მზღვეველის მიმართ ფულადი ჯარიმის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2015 წლის 17 მარტის №02 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 14 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური |
| მიღების თარიღი | 04/05/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/05/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 290160000.60.072.016022 |
14
04/05/2016
ვებგვერდი, 06/05/2016
290160000.60.072.016022
„მზღვეველის მიმართ ფულადი ჯარიმის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2015 წლის 17 მარტის №02 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური
|
„მზღვეველის მიმართ ფულადი ჯარიმის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2015 წლის 17 მარტის №02 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 211 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის და 2013 წლის 02 მაისის საქართველოს მთავრობის №102 დადგენილებით დამტკიცებული სსიპ - საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის დებულების მე-3 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის და ამავე დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„მზღვეველის მიმართ ფულადი ჯარიმის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2015 წლის 17 მარტის №02 ბრძანებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება: 1. წესის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. საფინანსო ანგარიშგების, სხვა ფინანსური და სტატისტიკური ინფორმაციის, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების დადგენილი ფორმითა და დადგენილ ვადებში სამსახურში წარუდგენლობის შემთხვევაში, მზღვეველი ჯარიმდება დარღვევის თითოეულ ფაქტზე – 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით. ამ პუნქტის მიზნებისათვის დარღვევის თითოეულ ფაქტად მიიჩნევა მოქმედი წესით გათვალისწინებული ანგარიშგების ფორმების ერთობლიობის დადგენილი ფორმით და/ან დადგენილ ვადაში წარუდგენლობა.“. 2. წესის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. სამსახურში ფინანსური და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებში არაზუსტი ინფორმაციის წარდგენის შემთხვევაში მზღვეველი ჯარიმდება დარღვევის თითოეულ ფაქტზე 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.“. 3. წესის მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-12 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „12. სამსახურში, გარდა ამ წესის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, სხვა არაზუსტი ინფორმაციის წარდგენის შემთხვევაში მზღვეველი ჯარიმდება 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.". |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები